5 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ამ პერიოდში სირთულეები თავიდან აირიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ

5 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ამ პერიოდში სირთულეები თავიდან აირიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
3 წუთიანი წაკითხვა

პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან. გარდა ამისა, როგორც წესი, რეტროგრადული მერკურის პერიოდში წარსულში დატოვებული ურთიერთობები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს.

ასტროლოგებმა თითოეული ჩვენგანისათვის 5 მნიშვნელოვანი რჩევა შეიმუშავეს, რომლებიც შესაძლოა, აგვისტოში განსაკუთრებით გამოგვადგეს და სირთულეები თავიდან ავირიდოთ:

რჩევა N1 – არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები

ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას გრძნობენ და ისეთ დეტალებზეც კი ამახვილებენ ყურადღებას, რომლებზეც, როგორც წესი, ნერვიულობა არ ღირს. შესაბამისად, მომატებული ემოციური ფონის გამო, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება. ჯობს, რეტროგრადული მერკურის პერიოდში იმპულსური, დაუგეგმავი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში იმაზე უკმაყოფილო აღმოჩნდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რჩევა N2 – შეზღუდეთ სოციალური ქსელების გამოყენების დრო

რეტროგრადული მერკურის პერიოდი ეკრანთან დროის შესამცირებლად შესანიშნავი პერიოდია. სოციალური მედიიდან არაერთ ნეგატიურ ინფორმაციას ვეცნობით. ამიტომაც, ჯობს, აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ემოციური ფონი ისედაც არასტაბილურია, ენერგია და რესურსები სხვა საქმეს დავუთმოთ. დავკავდეთ საყვარელი აქტივობით, წიგნების წაკითხვით, კულინარიითა თუ ჩვენთვის საინტერესო სხვა საქმით. სოციალური ქსელები კი მინიმალური დროით გამოვიყენოთ.

READ  ოჯახში სიმშვიდე და ბარაქა რომ იყოს, ეს წესები გაითვალისწინეთ

რჩევა N3 – გააკონტროლეთ თქვენი ხარჯები

მითოლოგიაში მერკური ვაჭრობისა და მოგების სიმბოლოა. ამიტომ, როდესაც ის რეტროგრადულ მდგომარეობაშია, ადამიანებს თანხის გაკონტროლება უჭირთ და იმპულსური შესყიდვებისკენ არიან მიდრეკილნი. შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში ბევრი ისეთი რამ იყიდოთ, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ. ამიტომ, ჯობს ხარჯები გააკონტროლოთ და იქამდე, ვიდრე რაიმეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდეთ, რეალურად გჭირდებათ თუ არა ის.

რჩევა N4 – ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის ღიად გამოხატვის

რეტროგრადული მერკურის პერიოდი საკუთარი თავის, შესაძლებლობების, იდეების გამოხატვის შესანიშნავი დროა. ჯობს, თქვენი მოსაზრებები ღიად გამოხატოთ. თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, დააფიქსირეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი წყენა ერთ დღეს იმაზე მასშტაბურად გავრცელდება, ვიდრე წარმოიდგენთ.

გარდა იმისა, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონიც იმატებს, დადებითი შედეგიც შეიძლება მივიღოთ. თუკი აღნიშნული დროის განმავლობაში საინტერესო იდეები მოგივათ, მოგინდებათ, რომ შემოქმედებითად გააქტიურდეთ, ეს აუცილებლად სცადეთ – შესაძლოა, მსგავსმა აქტივობებმა სამომავლოდ ძალიან დიდი წარმატება და ბედნიერება მოგიტანოთ. შეადგინეთ კონკრეტული გეგმა, მოინიშნეთ თქვენი იდეები და რეტროგრადული მერკურის შემდეგ განახორციელეთ.

რჩევა N5 – შეაფასეთ თქვენი წარსული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ბევრ ადამიანს წარსულში დატოვებული ურთიერთობები კვლავ შეახსენებს თავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში როგორც სწრაფად ჩნდება ინიციატივები, ისევე სწრაფად შეიძლება, გაქრეს.

ამავდროულად, აღნიშნულ მონაკვეთში მოგიწევთ, განვლილ გზას გადახედოთ, თქვენი ნაბიჯები, მიღწევები, შეცდომები შეაფასოთ და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოთ.

 

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). 5 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ამ პერიოდში სირთულეები თავიდან აირიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ. 9 ივნისი, 2025. https://shenihoroskopi.ge/5-რჩევა-რომლებიც-დაგეხმარ-2/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. 5 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ამ პერიოდში სირთულეები თავიდან აირიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/5-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0-2/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.