ქალი ზოდიაქოს ნიშნების 3 ყველაზე დიდი ნაკლი

0
220

ნებისმიერი ქალი ამქვეყნად გამოირჩევა განსაკუთრებული სახასიათო შტრიხებით, რომელიც ხშირად ყველაზე აქტიურად პირად ურთიერთობაში ვლინდება.

ამ ყველაფერს კი დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი და ნიშნის მმართველი პლანეტა-მფარველი. ამიტომ ქალებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კონკრეტული ნეგატიური ნაკლოვანებები გააჩნიათ, რომლითაც საკმაოდ ხშირად აღიზიანებენ მამაკაცებს. ჩვენ გეტყვით დღევანდელ სტატიაში თუ რა ნაკლი აქვთ ქალებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი ქალის ნაკლი უაზრო სიფიცხე, დომინირების მუდმივი სურვილი და მფლანგველობაა.

კურო ქალის ყველაზე დიდი ნაკლი სიჯიუტეა, ამასთან ერთად იგი უარს ამბობს ხოლმე ცვლილებებზე და ახასიათებს ნივთების მიმართ მიჯაჭვულობა.

ტყუპი ქალის ხასიათში მამაკაცები ყვლაზე გამაღიზიანებელ თვისებად გაუთავებელ ლაპარაკს, არაპროგნოზირებად ხასიათსა და ზედაპირულობას თვლიან.

ქალი კირჩხიბის ყველაზე ნეგატიური თვისებებია – გაუთავებლად წუწუნისკენ მიდრეკილება, ეჭვიანობა და ინტრიგების ხლართვის სურვილი.

ლომი ქალი მამკაცებს აღიზიანებს წრეგადასული სიამაყით, ამბიციურობით და ზედმეტი მოთხოვნებით.

ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალში მამაკაცებს აღიზიანებთ სიძუნწე, ზომაგადასული მერკანტილურობა და მუდმივი კრიტიკის სურვილი.

სასწორი ქალი მამაკაცს აღიზიანებს მერყევი ხასიათით, ზედმეტი სირბილით და ლოიალურობით.

მო­რი­ე­ლი ქალი მა­მა­კა­ცებს ხში­რად ებ­რძვის, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ასე­ვე არის უზო­მოდ ეჭ­ვი­ა­ნი და შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი.

მშვილ­დო­სან ქალ­ში მა­მა­კაცს აღი­ზი­ა­ნებს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, ფლირ­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი იდე­ა­ლიზ­მი.

თხის რქა ქალი მა­მა­კა­ცებს ხში­რად აფრ­თხობს ემო­ცი­უ­რი თავ­და­ჭე­რი­ლო­ბით და სი­ცი­ვით, ასე­ვე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­ტო­ბით.

მერ­წყუ­ლი ქა­ლის­გან მა­მა­კა­ცე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად გარ­ბი­ან იმის გამო, რომ ვერ გა­უ­გი­ათ ამ ქალს მათ­თან მე­გობ­რო­ბა უნდა თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე­ვე აღი­ზი­ა­ნებთ მას­ში ექ­სცენ­ტრი­კუ­ლო­ბა და სურ­ვი­ლი მუდ­მი­ვად ყვე­ლას და­ეხ­მა­რონ.

თევ­ზი ქალი მა­მა­კაცს აღი­ზი­ა­ნებს იმით, რომ იგი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან შექ­მნას “მსხვერ­პლი”, არის ზედ­მე­ტად მე­ოც­ნე­ბე და არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი.

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ უნდა გახდეთ ენერგეტიკულად დაცული და იღბლიანი