7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

გააანალიზეთ და იმუშავეთ წარმოქმნილ პრობლემებზე, რათა აიცილოთ სხვადასხვა დრამები,  ნუ დაწვრილმანდებით ყველა უმნიშვნელო საკითხის გამოკვლევაზე.

კურო

კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას და დროს დაუთმობთ სანათესავო და მეგობრულ კავშირებსა. ახლა მათი გვერდით ყოფნა ძალიან სასარგებლოა თქვენთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

თუ რაიმე საინტერესო იდეა გაქვთ, შეგიძლიათ თამამად გარისკოთ და გამოიჩინოთ ინიციატივა. მთავარია, ენერგია დაზოგოთ. გახსოვდეთ, ზოგჯერ დასვენება , უბრალოდ, აუცილებელია.

კირჩხიბი

კარგი იქნება განმარტოება და გაცნობიერება, თუ რამდენად სწორია თქვენი ქმედებები. ნურაფერზე ჩაიციკლებით, მალე, ყველაფერი მოგვარდება.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

მეგობრული ურთიერთობები, გულითადი საუბრები და მხიარული განწყობა ყველაზე რთულ სიტუაციებსაც კი მოაგვარებს.

ქალწული

დიდია სასიყვარულო სფეროში განხეთქილებისა და გაუგებრობების ალბათობა, თუ გინდათ, ამ ურთიერთობის შენარჩუნება, სასურველია, იყოთ გულწრფელი და ღიად ისაუბროთ თქვენს განცდებზე.

სასწორი

სასურველია, კონცენტრირდეთ იმ საქმეებზე, რომელიც ოჯახის სიმტკიცისთვის აუცილებელია. საღამოს განიტვირთეთ.

მორიელი

კარგი იქნება, დაიცვათ ოქროს შუალედი, რათა არ დაირღვეს თქვენი კომფორტის ზონა და თავი არ ამოყოთ მახეში, შეეცადეთ, დაისვენოთ, რთული კვირა იწყება, რომელიც ბევრ კარგ სიახლეს გპირდებათ.

მშვილდოსანი

ყველაფერში მეგობრებისა და ოჯახის წევრების იმედად ნუ იქნებით, მართალია, ისინი თქვენი ერთგულები არიან, მაგრამ რაღაც მომენტში, შესაძლოა, გვერდით არ აღმოჩნდნენ და მარტოს მოგიწიოთ პრობლემებთან გამკლავება.

თხის რქა

დღეს, შესაძლოა, ნათლად დაინახოთ, თუ რა ნეგატიურად აისახება თქვენი განწყობა თქვენსავე ჯანმრთელობაზე და საერთოდ მთელს ცხოვრებაზე. იმხიარულეთ და გაიფერადეთ ცხოვრება.

მერწყული

გააკეთეთ ყველაფერი, რაც გსიამოვნებთ და გაინტერესებთ, უბრალოდ, არ დაივიწყოთ, რომ თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებების შეზღუდვა იწყება.

თევზები

შეიქმენით მყუდრო გარემო სახლში, დაალაგეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, იშოპინგეთ და საღამო გაატარეთ მეგობრებთან.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi