წარმოგიდგენთ ყველაზე ჭკვიანი ქალების საუკეთესო სამეულს

0
219
#post_seo_title

წარმოგიდგენთ ყველაზე ჭკვიანი ქალების საუკეთესო სამეულს, რომელთა შესახებაც ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მათ “მამაკაცური აზროვნება” გააჩნიათ. შესაბამისად, ნებისმიერ ისეთ საქმეს ართმევენ თავს უპრობლემოდ, რომელიც ჭეშმარიტად მამაკაცურია.

თხის რქა – პა­ტა­რა ასა­კი­დან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, არა­ბავ­შვუ­რად მშვი­დი და სე­რი­ო­ზუ­ლია. თუკი თავს ცელ­ქო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს კი­დეც, მისი სა­მე­გობ­რო წრე ყო­ველ­თვის ბი­ჭე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ამ ქალს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა მა­მა­კა­ცებ­თან მე­გობ­რო­ბა და კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც არა­ნაკ­ლე­ბი ოს­ტა­ტო­ბით უწევს მათ უკვე დიდ ასაკ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის კუ­თხით. იგი ყო­ველ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკონ­ტრო­ლებს ემო­ცი­ებს და იშ­ვი­ა­თა­დაა კონ­ფლიქ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რის როლ­ში. თუმ­ცა სი­ჯი­უ­ტე, რომ­ლი­თაც იგი ბუ­ნე­ბამ და­ა­ჯილ­დო­ვა ნე­ბის­მი­ერ მამრს გა­მო­იყ­ვანს წყო­ბი­დან.

ვერძი – თანდაყოლილი გამჭრიახობით გამოირჩევა. პატარა ასაკშიც ახერხებს დაამარცხოს ეზოს “ყოჩები” და მონოპოლია აიღოს თანატოლებზე. ამ ქალს ეადვილება და მოსწონს ლიდერობა, რაც ნებისმიერ მამრს ულახავს თავმოყვარეობას. ქალი ვერძი საოცრად გამძლე, სიცოცხლისუნარიანი და გამჭრიახია. აქვს უნარი ალღო აუღოს ნებისმიერი სირთულის საქმეს თუნდაც ყველაზე “მამაკაცურს”. ერთადერთი ნაკლი მის ხასიათში არის ის, რომ იგი ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულებით გამოირჩევა ადამიანების მიმართ, ამიტომ როცა უსამართლობას წააწყდება და ბრაზობს, მრისხანება წამის მეასედში უბინდავს გონებას. რის გამოც მისი, როგორც ჭკვიანი ქალის იმიჯი შესაძლოა თვალსა და ხელს შუა დაიმსხვრეს საზოგადოების თვალში.

მორიელი – მასში ქალურ შტრიხებზე გაცილებით მეტი მამაკაცური თვისებებია. ამიტომ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ქალ მორიელს ბავშვობიდან მოყოლებული იმის ბოლომდე გასაცნობიერებლად, რომ ბუნებამ ქალად ყოფნა არგუნა წილად. მისთვის მამაკაცის ცხოვრება გაცილებით უფრო მისაღები და მარტივია, იმიტომ რომ გულისამრევად ეჩვენება ათასგვარი სახის ქალური ეშმაკობა და ინტრიგები. პირდაპირი და სწორხაზოვანია ყოველთვის. ამასთან ერთად, გამჭრიახობის გარდა, საოცარი ინტუიციური აღქმაც გააჩნია და ადამიანებს გამჭოლ ხედავს. შესაბამისად, ყოველთვის და უშეცდომოდ ცნობს “აფერისტებს”. ამგვარი ქალის ნაკლი მისი შურისმაძიებელი ხასიათია. იგი არასოდეს ეგუება წაგებას

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით