რას ნიშნავს ოქრო და სიმდიდრე სიზმარში

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

დაგესიზმრათ ოქრო

თუ სიზმარში ხელში ოქრო გიჭირავთ, თქვენს წამოწყებებში წარმატებული იქნებით. თუ ქალმა სიზმარში საჩუქრად ოქროს ნივთები მიიღო ( მონეტები, სამკაულები), ის ცოლად გაჰყვება მდიდარ, მაგრამ ანგარებიან ადამიანს. ოქროს ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი ღირსება საშუალებას გაძლევთ, მარტივად იაროთ პატივისა და სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე. თუ სიზმარში დაკარგეთ ოქრო, თქვენი დაუდევრობის გამო რეალობაშიც გამოტოვებთ თქვენს ცხოვრებაში დიდ შესაძლებლობას. სიზმარში ოქროს პოვნა ნიშნავს, რომ განდობენ რთულ, მაგრამ კეთილშობილ საქმეს. თუ სიზმარში ოქროს მოპოვებას აპირებთ, ნიშნავს, რომ ცდილობთ, სხვების უფლებებს არაკანონიერად დაეუფლოთ. სიზმარი გაფრთხილებთ: თქვენ შესახებ ჭორები შერცხვენამდე მიგიყვანთ.

დაგესიზმრათ სიმდიდრე

თუ გესიზმრებათ, რომ სიმდიდრეს ფლობთ, ეს ნიშნავს, რომ კარიერაში დაწინაურდებით მუდმივი გულმოდგინებისა და თავისი საქმეების მიმართ ყურადღების წყალობით. ბედს ვერ უსაყვედურებთ, მხოლოდ თუ თვითონ არ გაანადგურებთ თავის ბედნიერებას, ცოლის მოტყუებით. სიზმარი სიმდიდრის შესახებ მოასწავებს იღბლიან, თუმცა სარისკო წამოწყებებს საქმიან ცხოვრებაში. სხვები არიან მდიდრები- ეს იმის ნიშანია, რომ მძიმე დროს თქვენთან ერთად ბევრი მეგობარი იქნება. ახალგაზრდა ქალებს ეს სიზმარი უბიძგებს, რომ უფრო ყურადღებით იყვნენ თავისი მშობლების მიმართ.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუ სამკაულის მოოქროვება გესიზმრება

სიყალბეს ნიშნავს

რატომ გვესიზმრება სიმდიდრე

ოქრო სიწმინდისა და სიმდიდრის უნივერსალური სიმბოლოა. ოქროს შეძენა თავისი ძალაუფლებისა და სიმდიდრის ჩვენებას ნიშნავს. მნიშვნელოვანია, ოქროს მიღების წყარო გაარკვიოთ და გაიგოთ, იყო თუ არა ეს საჩუქარი, დაპყრობა თუ აღმოჩენა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ოქროს საგანი. როგორ გამოიყენება ოქრო სიზმარში, ვის სიმდიდრესა და ძალაუფლებას განასახიერებს ის? თუ გჩუქნიან ოქროს ჩაფხუტს, როგორიც დონ კიხოტს ჰქონდა, ეს იმ წმინდა ძალაუფლების არქეტიპული ფორმის მაგალითია, რომელსაც ფლობთ მისიის დასრულებისა ან გმირული ლაშქრობისთვის. თქვენ იპოვეთ, დაკარგეთ, აჩუქეთ თუ ვინმესგან საჩუქრად მიიღეთ ოქროს საგანი? ამ საგანმა სიხარული მოგანიჭათ თუ სევდა მოგიტანათ?

სიმდიდრე სიზმარში

- Advertisement -
Ad imageAd image

აიურვედას მიხედვით

ეს არც ისე კარგი სიზმარია. ის შეიძლება სიღარიბეს მოასწავებდეს.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi