5 სიზმარი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში საფრთხეზე მიგვანიშნებს

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
1 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ხალხურ რწმენებში ხშირად ამბობენ, რომ თუ გარდაცვლილი ნათესავი დაგესიზმრა, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. თუმცა, არსებობენ სხვა სიზმრებიც, რომლებიც შესაძლოა უბედურებაზე მიანიშნებდნენ.

გარდაცვლილი ახლობლის ნახვა

თუ სიზმარში გარდაცვლილი ნათესავი ან მეგობარი დაგესიზმრა, ეს შესაძლოა იყოს გაფრთხილება. მნიშვნელოვანია, რომ მისი სიტყვები და მოქმედებები დაიმახსოვროთ. ასეთი სიზმრის შემდეგ, ხალხური რწმენის მიხედვით, სასურველია სანთლის ანთება და მისი ხსენება.

საკუთარი ავადმყოფობა ან სიკვდილი

- Advertisement -
Ad imageAd image

თუ სიზმარში საკუთარ თავს მძიმე ავადმყოფობაში ან გარდაცვლილად ხედავთ, ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასეთ შემთხვევაში, სასურველია, ჩაატაროთ სამედიცინო შემოწმება და იზრუნოთ ორგანიზმის გაძლიერებაზე.

ვარდნა სიმაღლიდან

თუ სიზმარში სიმაღლიდან ვარდებით, ეს შეიძლება ნიშნავდეს ფინანსურ პრობლემებს ან პირად ურთიერთობებში კრიზისს. შესაძლოა, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები იღებთ, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

ვინმესგან გაქცევა

თუ გესიზმრებათ, რომ ვიღაც გდევნით და ვერ თავისუფლდებით, ეს ნიშნავს, რომ მალე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს კარიერასთან, პირად ცხოვრებასთან ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან.

- Advertisement -
Ad imageAd image

სტიქიური უბედურებები

სიზმრები, სადაც ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა ან სხვა კატასტროფა ხდება, ხშირად უარყოფით შინაარსს ატარებს. ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დგება და სიფრთხილეა საჭირო.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi