როგორ დავიბრუნოთ ბედისწერა – ანზორ ოდიშარია ორ მნიშვნელოვან გზავნილზე საუბრობს

0
45
#post_seo_title

ხვედრი, რომელსაც ადამიანი ვერ ასცდება – ეს ბედისწერაა, რომლის არსებობაც ზოგიერთს სჯერა, ზოგსაც – არა. ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია ორ მნიშვნელოვან პრაქტიკას გვიზიარებს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლა და ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება.

„როგორ დავუბრუნოთ ბედისწერა? შეიძლება, ეს რთული აღმოჩნდეს და სპეციალისტის გარეშე ვერც კი შეძლოთ, მაგრამ არის მეთოდები, რომელიც დღესვე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

წარმოიდგინეთ ის ადამიანი, ვინც თქვენი ბედისწერა, ენერგია, თქვენი სასიცოცხლო რესურსი წაიღო და თქვენ გრძნობთ, რომ მასთან კავშირი შემაწუხებელია – თქვენი გონება, ნაწილი კიდევ მასთან იმყოფება. წარმოუდგინეთ, რაც შეიძლება ნათელი ენერგია, ოქროსფერი, თეთრი, ნათელი ფერები… მოჰკიდეთ ხელი და გადმოიტანეთ თქვენს სხეულში… თითქოს გონებრივად, წარმოსახვით, ის რაც მასთან არის დარჩენილი თქვენგან, უკან დაიბრუნეთ. ჩვენი გონება ძლიერ მოქმედებს.

არის მეორე – როცა აკეთებ განცხადებას სამყაროში და გზავნილს უშვებთ. „მე ვიბრუნებ ჩემს დახარჯულ დროს, ენერგიას და რესურსს, რომელიც ჩემია. ჩემი ჩემთან!“ იტყვით ამ ადამიანის სახელს, გვარს და მისგან უკან ვიბრუნებ იმ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ჩემი ბედნიერებისთვის არის საჭირო. 

ეს ორი გზავნილი შეგიძლიათ, სამყაროში გაუშვათ. თუ თავს ამის შემდეგ კარგად, ლაღად, მშვიდად, ბედნიერად გრძნობთ, ესე იგი უნდა განაგრძოთ, იმიტომ, რომ თქვენ მიაგენით თქვენი უბედურების მიზეზს,“ – ამბობს ანზორ ოდიშარია.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ფული ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ფინანსური იღბალი ეწვევათ