„საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება, მაღალჩინოსნების გადადგომები…“ – რამაზ გიგაური კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს

17–23 ნოემბრის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი — გიგაური | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
4 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს:

„ასტროლოგიური პროგნოზი:

17-23 ნოემბერი ნოემბრის ყველაზე მძლავრი და ინტენსიური კვირა გველოდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს არის მორიელის ღრმა, ტრანსფორმაციული და „ფატალური“ ენერგიების ნამდვილი კოქტეილი. მთელი კვირა რეტრომერკურის „ჩარჩოშია”, რაც მოვლენებს ფარულს და ინტროსპექციულს ხდის. თუმცა იგივე რეტრო-მერკური გვაძლევს უნიკალურ შანსს, დავუბრუნდეთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს და ბოლომდე მივიყვანოთ! კვირა დაიწყება სტაბილურად, მაგრამ პიკს ოთხშაბათ-ხუთშაბათს მიაღწევს.

- Advertisement -
Ad imageAd image

კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მორიელისთვის დამახასიათებელი „ტექტონიკური ძვრები”! კვირის მთავარი ასპექტები 17 ნოემბერი (ორშაბათი): მზის, იუპიტერისა და სატურნის დიდი ტრიგონი ეს კვირის ყველაზე სტაბილური დღეა. ეს კონფიგურაცია ანიჭებს ბევრ სიტუაციას სიმყარეს, ჰარმონიას ანიჭებს და პესიმიზმს აბალანსებს.

• პირადი დონე: იშვიათი ჰარმონიული შანსი! იდეალურია ღრმა ემოციური მუშაობისთვის, წარსულის წყენებისგან განკურნებისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის გასაძლიერებლად. კარგი დროა ფინანსური (სესხი, ინვესტიცია) ან სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად.

• მუნდანური დონე: ხელსაყრელი პერიოდი რესურსებთან (ნავთობი, გაზი) დაკავშირებული საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად. პროგრესი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში.

18 ნოემბერი (სამშაბათი): მზის შეერთება ლილიტთან მორიელში

ყურადღება! ეს არის ტოტალური კონტროლისა და დესტრუქციული ვნებების ურთულესი დღე.

- Advertisement -
Ad imageAd image

პიროვნების „ჩრდილი“ სინათლეზე გამოდის და აღიარებას მოითხოვს.

• პირადი დონე: მოერიდეთ სახიფათო კავშირებში ჩართვას, ეჭვიანობის ნიადაგზე მანიპულაციებს და შანტაჟს. დროა, საკუთარ “დემონებს” თვალი გავუსწოროთ.

• მუნდანური დონე: კორუფციული და ჯაშუშური სკანდალების, ფინანსური პირამიდების კრიზისების დრო.
19 ნოემბერი (ოთხშაბათი): რეტრო-მერკური ურანთან ოპოზიციაში

სიფრთხილე!

საგულდაგულოდ დამალული ინფორმაციის უეცარი გასაჯაროების დღე. გელით შოკისმომგვრელი ამბები, რომელმა შეიძლება მსოფლიო საკნადალიც კი გამოიწვიოს.

ფიქრებსა და სიტყვებს უდიდესი დამანგრეველი პოტენციალი აქვთ. ამიტომ მართეთ აზრები.

• პირადი დონე: მოსალოდნელია ფეთქებადობა, ჩხუბი (განსაკუთრებით ფულზე/საიდუმლოებებზე), კიბერშეტევები, პირადი მონაცემების გაჟონვა და პრობლემები ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებით.

• მუნდანური დონე: ჰაკერული შეტევები, საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება, მაღალჩინოსნების მოულოდნელი გადადგომები.
20 ნოემბერი (ხუთშაბათი): “ფეთქებადი” ახალმთვარეობა მორიელში 

კვირის კულმინაცია!

უკიდურესად დაძაბული ახალმთვარეობა (ლილიტთან შეერთებით და ურანთან ოპოზიციით). ეს არის გარდატეხა, მოულოდნელი შემოტრიალებები, რყევა, რევოლუცია.

• პირადი დონე: ძველი, კონტროლსა და შიშზე დაფუძნებული სტრუქტურები უნდა „აფეთქდეს“ განთავისუფლებისთვის. იდეალური დროა ტოქსიკური კავშირების გასაწყვეტად და დესტრუქციული ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად. ეს არის კრიზისი, რომელსაც ცხოვრების სრულ გადაფასებამდე მივყავართ.

• მუნდანური დონე: სიტუაცია ზედმეტად „გაიყინა” რეტრო-პლანეტების გამო და ეს ახალმთვარეობა მის „შესანჯღრევად” მოდის. როცა კრიზისია, ადამიანები იწყებენ გამოსავლის ძებნას – და ის ნაპოვნი იქნება.
23 ნოემბერი (კვირა): მერკურის ტრინი იუპიტერთან

კრიზისის შემდეგ მოდის სიღრმისეული გაგებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა.

ინტუიცია გამძაფრებულია და გვეხმარება მომხდარი შოკისგან სწორი გაკვეთილის გამოტანაში.

• პირადი დონე: კარგი დღეა წარმატებული მოლაპარაკებებისთვის, ოჯახური კონფლიქტის ბრძნულად გადასაწყვეტად და ახლობლებისგან მხარდაჭერის მისაღებად.

• მუნდანური დონე: კონფლიქტის ზონებში დროებითი ზავის დამყარებისა და გლობალური ეკონომიკური საკითხების გადაჭრის დრო.
კვირის მთავარი რეკომენდაციები:

გამოიჩინეთ მაქსიმალური გაცნობიერება (18-20 ნოემბერი): არ წამოეგოთ პროვოკაციებს, მოერიდეთ რისკს და მანიპულაციებს. ეს დღეები არ გამოდგება ახალი პროექტების დასაწყებად!

1. დაბრუნდით ძველ პროექტებთან (მთელი კვირა): რეტრო პლანეტების ფონზე, იდეალური დროა გადადებული საქმეების დასრულებისთვის და იმ პროექტების ბოლომდე მიყვანისთვის, რისთვისაც ადრე რესურსი არ გეყოთ.

2. ენდეთ ინტუიციას (კვირის ბოლოს): გააანალიზეთ მომხდარი კრიზისები — მათში მომავალი ზრდის მარცვალი დევს“,- წერს რამაზ გიგაური.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). „საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება, მაღალჩინოსნების გადადგომები…“ – რამაზ გიგაური კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. 19 ნოემბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/საიდუმლო-დოკუმენტების-გ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. „საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება, მაღალჩინოსნების გადადგომები…“ – რამაზ გიგაური კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network