რას ნიშნავს სიზმარში სუფრა

0
17
#post_seo_title

სიზმარში მდიდარი სუფრის ნახვა იმის ნიშანია, რომ მძინარეს თან ახლავს იღბალი ყველა წამოწყებაში. თუ სიზმარში იცით, რომ მოსალოდნელია სუფრა ნათესავებსა ან მეგობრებთან, მაგრამ თქვენ არ მიგიწვიეს- გარშემომყოფები გულგრილად მოგეკიდებიან, როდესაც მათ დახმარებას სთხოვთ. სიზმარში სუფრა ასევე შეიძლება გამოხატავდეს დაშორებას საყვარელ ადამიანთან, სამსახურის დაკარგვას, ახლო მეგობართან ჩხუბს. გესიზმრებათ, რომ რესტორანში ბანკეტია ორგანიზებული – მალე ელოდეთ წინადადებას საქმიანი პარტნიორებისგან. საახალწლო სუფრის ნახვა , რომელზეც უამრავი კერძია, იმის ნიშანია, რომ მძინარის ცხოვრებაში რამე საინტერესო ცვლილებები მოხდება.

მილერი სუფრას დადებითად განმარტავს. ის გამოხატავს ჰარმონიას და ურთიერთგაგებას ოჯახურ ცხოვრებაში. იმის მიუხედავადაც, რომ თქვენ და მეორე ნახევარს შორის უთანხმოებები წარმოიქმნა, თქვენ შეგიძლიათ მათი მშვიდობიანი გზით მოგვარება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა , კამათისა და სკანდალის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც ბევრი წყვილისთვისაა დამახასიათებელი, ამიტომაც მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს.

ჩინური ახსნით, სუფრას ბევრი მნიშვნელობა აქვს. ის შეიძლება იყოს დაკავშირებული სირთულეებთან შემდგომ პერიოდში. ასევე შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ. გესიზმრებათ, რომ გაშლილ სუფრასთან სხედხართ – ელოდეთ სტუმრების მოსვლას. თუ თქვენ მარცხნივ და მარჯვნივ კაცები სხედან, ეს საკითხის გადაჭრას ნიშნავს , რომელიც წარმოიქმნა თქვენსა და ახლობელს შორის. სუფრაზე ბევრი პური შეიძლება მოასწავებდეს კონფლიქტს, , რომელშიც ჩართული აღმოჩნდებით. კერძების და წასახემსებლის მდიდარი ასორტიმენტი რელიგიურ რწმენას გამოხატავს: რაც უფრო მეტია ისინი, მით უფრო ძლიერია ის. თვითონ ამზადებთ სადღესასწაულო კერძებს სტუმრების მოსვლისთვის – გელოდებათ იღბლიანი პერიოდი. ამ დროს უნდა ეცადოთ, გადაწყვიტოთ დაგროვებული პრობლემები, განახორციელოთ მსხვილი შენაძენი ან დადოთ გარიგება- იღბალი თან გახლავთ. ცარიელი მაგიდის ნახვა მატერიალურ ზარალს ნიშნავს.
ცვეტკოვის მიხედვით, დიდი, ხმაურიანი ბანკეტი რესტორანში ახლობლებსა და მეგობრებთან ერთად , პირიქით, არასასიამოვნო მოვლენებს მოასწავებს. შესაძლოა, მძინარეს ემუქრება დაშორება მისთვის ძვირფას ადამიანთან . მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი- თუ ინციდენტების გარეშე და მშვიდად, მაშინ დაშორება ძალიან მძიმე არ იქნება. თუ მაგიდაზე სადღესასწაულო კერძები ცოტა იყო, შესაძლებელია სირთულეები უახლოეს პერიოდში. მთლიანობაში, სუფრის მნიშვნელობა სხვადასხვა ახსნაში უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი. ხშირად, ასეთი სიზმარი წარმოადგენს გაფრთხილებას მოსალოდნელი მოვლენების შესახებ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, დეტალურად გაიხსენოთ სუფრა, რათა ზუსტად განმარტოთ ეს სიუჟეტი. ყველაზე მეტად სუფრა დაკავშირებულია ოჯახურ მოვლენებთან.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi