#post_seo_title

ფინანსური რიტუალი ახალი წლის ღამისთვის

ფინანსური რიტუალი ახალი წლის ღამისთვის — კეთილდღეობა | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

საახალწლო რიტუალები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, დღეს დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია და პირველ რიგში მათთვისაა საინტერესო, ვისაც არა უბრალოდ ახალი წლის სწორად შეხვედრა, არამედ დიდი ხნის ოცნების ასრულება და კეთილდღეობის მთელი წლით დაბევება უნდა.

ფინანსური რიტუალები – პირველ რიგში, ჩაუდეთ ოჯახის ყველა წევრს საფულეში მსხვილი კუპიურა, რომლის შენახვა მართალია, მთელი 21 დღე მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს დაწვრილმანება, რადგან რასაც დრაკონისთვის გაიმეტებთ, იმასვე დაიბრუნებთ. ბარაქის მომტანი იქნება კუპიურების სადღესასწაულო სუფრაზე, ყველა თეფშის ქვეშ დადება და წითელ სასაჩუქრე წინდაში ჩადება, რამაც წესით მთელი წელი სტაბილური შემოსავლით უნდა უზრუნველგყოთ. თუმცა, არც ჩვეულებრივი წითელი წინდის ამოცმა იქნება ურიგო, რომელზეც არა ტრადიციული სანტა-კლაუსი, არამედ დრაკონი იქნება გამოსახული.

ახალ ნაძვის ხეს თუ ვერ შეიძენთ, ეცადეთ  ტოტები მაინც მოიმარაგოთ, რომელთაც ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოებით, კანფეტებით, მსხვილი კუპიურებით და ვერცხლის ქაღალდში (იგივე ფოლგაში) გახვეული მონეტებით დაამშვენებთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეეცადეთ კერძები არა მოძველებული, არამედ ახალი, ორიგინალური რეცეპტით და რაც მთავარია, პოზიტიური განწყობით მოამზადოთ, რომელსაც ახალი წლის დღეებშიც შეინარჩუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლოვან დრაკონს ძალიან უყვარს ცხარე კერძები, ამიტომ გაანებივრეთ წიწაკით და სუნელებით შენელებული პიკანტური სოუსებით, სადღესასწაულო მენიუს კულმინაციად კი, ცომითა და ხორცით მომზადებული კერძი აქციეთ, რომელშიც მონეტას დამალავთ, რადგან ისევ ჩინური ტრადიციის გათვალისწინებით, სწორედ მას უწყალობებს დრაკონი მთელი წლის მანძილზე, ვინც მონეტას იპოვის. გაითვალისწინეთ, რომ ხილი სადღესასწაულო მენიუში არა უბრალოდ დესერტი, არამედ „ნაყოფიერების კოდია“, ამიტომ მოიმარაგეთ ფორთოხალი, რომელიც ბარაქის, თურიჯნი (პომელო) – ოჯახის სიმტკიცის და  მსხალი, რომელიც ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). ფინანსური რიტუალი ახალი წლის ღამისთვის. 4 დეკემბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/ფინანსური-რიტუალი-ახალი/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ფინანსური რიტუალი ახალი წლის ღამისთვის [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network