„აღარასდროს იქნება ამდენი შანსი, რაც იქნება 2026 წელს! ჩაიფიქრე, ისურვე, აიხდინე!“

0
91
#post_seo_title

ასტროლოგი ხატია ძნელაძე 2026 წელთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის და სურვილები ელვის სისწრაფით სრულდება, აღარასდროს იქნება ამდენი შანსი, რაც იქნება 2026 წელს, 60 წელში ერთხელ მოდის ეს წელი და მოიტანს ყველაფერს უცებ, იქნება იდეების გენერირების ფეიერვერკი, ფურორი, სასწაულებს დაატრიალებს, მთავარია, როგორ მომართავ ამბავს შენს სასიკეთოდ. ყველაფერი რასაც სამყარო შემოგთავაზებთ განახორციელეთ, არცერთ შანსზე არ თქვათ უარი, რაც განვითარების გზაზე წარმატებასთან გადის.

გადააგდეთ რაც დრომორჭმულია, ძველი, გაუშვით არაჯანსაღი ქმედებები და დაიბრუნეთ ბავშვური სილაღე და სიცოცხლის სიყვარული! გახსოვდეს, რასაც ჩასძახებ სამყაროს, იმას ამოგძახებს. შენი ასრულებული სურვილების ანარეკლი მხოლოდ შენ ხარ, ამიტომ ჩასძახე მხოლოდ საუკეთესო, ისურვე მხოლოდ საუკეთესო, განახორციელე შენი თავისთვის ბრწყინვალე იდეები, იყავი შენი მიზნების სასწაულმოქმედი, ჯადოსნური ჯოხი, ბავშვობის ზღაპრებში ჩახედე გონების სკივრს როგორ მარტივად და ლაღად ასრულებენ ფერიები ჩვენს სურვილებს ამ ჯოხით და როგორ და რამდენად არის სადავეები ჩვენს ხელთ! ჩაიფიქრე, ისურვე, აიხდინე! რადგან ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის“, – წერს ხატია ძნელაძე.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ფინანსური დანაკარგი ნოემბერში — ვინ იყოს ფრთხილი