რატომ გვესიზმრება ტანსაცმელი
ცვეტკოვის მიხედვით
რაც უფრო მეტად ჩაცმული ხართ სიზმარში, მით უფრო ცუდია. ნახევრად შიშველი თუ ხართ – წარმატების ნიშანია; ტანსაცმლის ჩაცმა სიზმარში ნიშნავს წარმატებასაც და წარუმატებლობასაც – აქ უკვე მნიშვნელობა ენიჭება დეტალებს. თუ სიზმარში კაბას წმენდთ ჯაგრისით – შემოსავლის მიღების ნიშანია; კაბის ჩაცმა – ავადმყოფობა, დარდი; ელეგანტური სამოსი – საწინააღმდეგო სქესში პოპულარობა, პატივისცემა; სეზონური და სიტუაციური სამოსის დასიზმრება – წარმატების ნიშანია; შეუფერებელი სამოსი – ჩავარდნა, წაგება, უბედურება; მამაკაცი ქალის სამოსში – უსიამოვნებების ნიშანია; ქალი მამაკაცის სამოსში – დიდი ამბიციების ქონის ნიშანია; უბრალოდ სამოსი: მამაკაცისთვის – სტატუსი, კარგი მდგომარეობა, ქალისთვის – ქმარი, საყვარელი; ტანსაცმლის გაცემა – გიღალატებენ; ტანსაცმლის დაწვა – ჭორები, შეურაცხყოფა; ტანსაცმლის გამოცვლა – სოციალური მდგომარეობის შეცვლა (მამაკაცისთვის), ქალისთვის – ქმრის ან საყვარლის გამოცვლა.





