ასტროლოგებისა და ეზოტერიკოსების შეფასებით, მიმდინარე პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ენერგეტიკული წმენდისთვის — როგორც ფიზიკური სივრცის, ისე შინაგანი მდგომარეობის. პლანეტარული განლაგება და მთვარის ფაზა ხელს უწყობს დაგროვილი ნეგატიური ენერგიის გათავისუფლებას, ემოციური ფონის დაბალანსებასა და შინაგანი სიმშვიდის აღდგენას.
სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ დღეებში ეფექტურია სახლის გაწმენდა, ზედმეტი ნივთების მოცილება, სანთლების ანთება, მარილიანი წყლით ხელების დაბანა და დროის გარკვეული ნაწილი დუმილსა და თვითრეფლექსიას დაუთმოთ. მიიჩნევა, რომ ასეთი პრაქტიკები ენერგეტიკულ არხებს ასუფთავებს და ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
ეზოტერიკოსები ასევე ხაზს უსვამენ, რომ წმენდის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეგატიური აზრებისა და სიტყვებისგან თავშეკავება, რადგან ამ ფაზაში ფიქრებს გაძლიერებული გავლენა აქვს რეალობაზე.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi





