მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის

0
134
#post_seo_title
11 მარტს იუპიტერი – დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება – თუ აქამდე ფინანსებში შეფერხება იყო, დაგვიანება და გაუკვევლობა, ახლა ყველაფერი მოგვარდება. მიიღებთ დიდ თანხას. არაა გამორიცხული, რომ შეიძინოთ რაღაც ძვირად ღირებული.
13 მარტს მარსი შეერთებაშია მთვარის კარმულ კვანძთან – პირად და პროფესიულ სტატუსზე უნდა დაფიქრდეთ, რისი გაკეთება გსურთ მომავლში, რამ უნდა მოგიტანოთ წარმატება. ახლავე ნუ გააქტიურდებით, მარტის ბოლოს დაელოდეთ, მაგრამ მიზანი და გეგმა შეგიძლიათ დაისახოთ და ჩამოწეროთ.
14 მარტს მარსი დაპირისპირებაშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. შეიძლება იგრძნოთ, რომ ვიღაც გაკონტროლებთ ან ცდილობს, რეპუტაცია შეგილახოთ.
 15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – არავის არაფერი არ დაპირდეთ, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. თქვენი სიტყვა და ქმედება ერთი უნდა იყოს, მაგრამ არაფერი ისეთი არ გააკეთოთ ან თქვათ, რაც გარშემო მყოფების თვალში შეგარცხვენთ.
16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – ადრე ნათვამი უნდა გამოასწოროთ ან დოკუმენტებში უნდა შეიტანით ცვლილებები თქვენს სასარგებლოდ.
19 მარტს, 05:23-ზე ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – სიახლეები გელოდებათ კარიერაში, სტატისის ცვლილება. უნდა მოინდომოთ, რომ უფრო მეტს მიაღწიოთ. შეიძლება ახალი ვალდებულებები, მიზნები და ამოცანები გამოგიჩნდეთ.
 20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. ხშირად შეხვდით მეგობრებს, ერთად დაისახეთ ახალი პროექტის შექმნა, გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.
21 მარტს მერკური – თქვენი მმართველი პლანეტა მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – გილოცავთ, მეტად გაირკვევა სიტუაციები, გაადვილდება მოლაპარაკება, დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. თუმცა, ახალი საქმეების დაწყება მაინც მარტის ბოლოსთვის ჯობია.
 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – ახალი იდეები და მიზნები გაგიჩნდებათ. მოგინდებათ სოციალურ ქსელებში აქტიურობა და საქმის ინტერნეტით წარმოება. ამასთან, გაფრთხილდით, რომ თქვენი გულუბრყვილობით ვინმემ არ ისარგებლოს და არ დაგაზარალოთ. კარგი იქნება თქვენი საქმიანობის ინტერნეტრეკლამის გაკეთება.
 25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაშია – უნდა გაითავისოთ, რომ ყველა თქვენი მეგობარი არაა. თუმცა, შეიძლება დაუმეგობრდეთ ასაკით უფროს ადამიანს. მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულობა უნდა გამოავლინოთ სოციალური პროექტების მიმართ. თუ ახალი პროექტის განხორციელება გსურთ, წინდაწინ უნდა გაიაზროთ რამხელა სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ.
 30 მარტს ვენერა კუროში გადავა 24 აპრილამდე – ამ დროიდან მოგინდებათ დასვენება, სილამაზესთან ყოფნა. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო ან ფარული რომანი გააბათ. უფრო მეტი ნახეთ აქ
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ზოდიაქოს ამ ნიშნებს, დაშორების შემდეგ შეყვარების პანიკურად ეშინიათ