11 მარტს იუპიტერი – დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება – ვიღაც გავლენიანი დაგეხმარებათ წინსვლაში. შეიძლება სოციალურ ქსელში მოიპოვოთ აღიარება, გახდეთ დაფასებული. ზოგიერთი გახდებით დიდი კომპანიის წევრი. ზოგიერთი კი გავლენიან მეგობარს გაიჩენთ.
13 მარტს მარსი შეერთებაშია მთვარის კარმულ კვანძთან – მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი პარტნიორი, კლიენტი, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ. მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, დაპირისპირებას და კამათს.
14 მარტს მარსი დაპირისპირებაშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – ესეც ცოტა რთული დღეა. შეიძლება მოგეჩვენოთ რომ გარშემო მყოფები განზრახ გიქმნიან უსიამოვნებებს, გცდიან ან გამოწმებენ. არ გირჩევთ ემოციურობას, მშვიდად დაელოდეთ რთული დღეების გასვლას.
15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – აქტიურად მოქმედების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ არ უნდა გააკეთოთ რამე სხვის ჯიბრზე, სხვის გასანადგურებლად. და არ უნდა თქვათ ისეთი რამე, რაც ამ სხვად დააზარალებს.
16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – უმჯობესია, გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები ურთიერთობაში, საბუთებში, საქმეებში, სწავლაში.
19 მარტს, 05:23-ზე ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – გააქტიურდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა. ახალი ადამიანები გამოჩნდებიან თქვენს პირად ან საქმიან ცხოვრებაში. პარტნიორთან ერთად დაგეგმეთ ახალი საქმე, პროექტი, რასაც თქვენი მმართველი მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ განახორციელებთ.
20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. დაფიქრდებით, სად უნდა დააბანდოთ ფული. ზოგიერთმა შეიძლება დიდი ფული მიიღოთ.
21 მარტს თქვენი მმართველი მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – გილოცავთ, ამოისუნთქავთ, კომუნიკაციაც გაგიუმჯობესდებათ, მომოსვლაც გაადვილდება და საბუთების შედგენაშიც აღარ გექნებათ დაბრკოლებები. გარდა ამისა, პარტნიორთან მოლაპარაკებებისას უფრო იოლად მიაღწევთ შეთანხმებას.
22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – მეტის გამომუშავების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ არ გირჩევთ ფულის დაბანდებას საეჭვო ადამიანებთან ან ან საეჭვო საქმიანობაში.
25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაშია – მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გმართებთ ფინანსების მიმართ. დროულად გადაიხადეთ გადასახადები, ვალები. ზოგიერთს შეიძლება შეგიმცირდეთ ფულადი დახმარება.
30 მარტს ვენერა კუროში გადავა 24 აპრილამდე – სასიამოვნო სიახლეები, საჩუქარი ან ფული გელოდებათ უცხოეთიდან. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ მცოვრებ ადამიანთან რომანი გააბათ. ჰარმონიულად მოაგვარებთ ურთიერთობას მეუღლის ნათესავებთან. თუ იურიდიული საქმე გქონდათ მოსაგვარებელი, ისიც თქვენს სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს.





