მარტის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორისთვის

0
91
#post_seo_title
11 მარტს იუპიტერი – დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება – სტატუსის ცვლილება გელოდებათ: ქორწინება, დაწინაურება, ძვირად ღირებული ნივთის ყიდვა ან უცხოეთში დამკვიდრება. შეიძლება გავლენიანი ადამიანი დაგეხმაროთ პროექტის განვითარებაში. რაც არ უნდა იყოს, იმოქმედეთ საკუთარი ინტერესების გასავითარებლად, საკუთარი თავის გადაბედნიერებლად და არა სხვების.
💙♎️ 13 მარტს მარსი შეერთებაშია მთვარის კარმულ კვანძთან – დააკვირდით რა ცვლილებები მოხდება თქვენი საქმიანობის, ყოველდღიური რუტინის სფეროში. მოერიდეთ უსიამოვნებას სამსახურში, კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისას. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ მუშაობა.
💙♎️ 14 მარტს მარსი შეერთებაშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია აალებად და მჭრელ, ბასრ ნივთებთან. კარგი იქნება, თუ გადაამოწმებთ სხვების შესრულებულ საქმეს. ზოგიერთმა შეიძლება განზრახ მოინდოს თქვენთვის ხელის შეშლა თქვენს საქმიანობაში.
💙♎️ 15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – უნდა მიუბრუნდეთ გადადებულ საქმეებს და დაიწყოთ შეცდმების გამოსწორება, გადაკეთება. ნურავის ნურაფერს ნუ დაჰპირდებით და რასაც იტყვით, ის გააკეთეთ. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, საჭესთან. იმ შემთხვევაშიც, თუ სამუშაო იარაღების ყიდვას აპირებთ.
💙♎️ 16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – შეიძლება ან თქვენ ვერ გაიგოთ სწორად რა გითხრეს, ან ადამიანმა მართლაც დამახინჯებული ინფორმაცია მოგაწოდოთ, ყოველ შემთხვევაში, გადაამოწმეთ, რას ამბობთ და წერთ. ნუ აჰყვებით ჭორებს; დღეს ტყუილის გარჩევა სიმართლისგან რთული იქნება.
💙♎️ 19 მარტს ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – სიახლეები გელოდებათ სამსახურში, ყოველდღიური საქმეების შესრულებაში, ჯანმრთელობის საკითხებში. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი, გარემო სამსახურში ან კოლექტივი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, თქვენს ცხოვრებაში დანერგავთ ჯანსაღი ცხოვრების წესებს. დაგეგმეთ
ბინაში რემონტი, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
💙♎️ 20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი – გიაქტიურდებათ პარტნიორული სფერო. და რადგან ვენერაც ვერძშია, იქნება რომანტიკა, ჰარმონია.
💙♎️ 21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – ამ დღიდან უკეთესად გაუგებთ გარშემო მყოფებს. აღმოიფხვრება დაბრკოლებები, რაც გიშლიდათ ხელს მუშაობაში. მიუბრუნდით იმ საქმეებს, რაც გადადეთ ან გადააკეთეთ.
💙♎️ 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – ნუ გააიდეალებთ პარტნიორს, შეხედეთ მის ქმედებებს რეალისტურად. თუ რომანტიკული ან პარტნიორული ურთიერთობა ახლა იქნება, გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ აფერისტი ადამიანის მსხვერპლი. ვინმემ არ დაგაბოლოთ.
💙♎️ 25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაშია – პარტნიორმა შეიძლება გარკვეული აკრძალვა, შეზღუდვა დაგიწესოთ. ან შეიძლება პარტნიორული ურთიერთობების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა, სერიოზულობა, თვითდისციპლინა გამოავლინოთ. ზოგიერთმა შეიძლება გააფორმოთ ხელშეკრულება, რომელიც შეგიზღუდავთ დროს, გართობას. მარტოხელების ცხოვრებაში კი შეიძლება გამოჩნდეს ასაკით ან თანამდებობით უფროსი, სერიოზული ადამიანი.
💙♎️ 30 მარტს ვენერა – თქვენი მმართველი პლანეტა – კუროში გადავა 24 აპრილამდე – გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარება თქვენს პარტნიორს და თქვენც ისარგებლებთ. კარგი იქნება, თუ დააბანდებთ ფულს სილამაზესთან ან თავის მოვლასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. შეიძლება მიიღოთ ძვირფასი საჩუქარი ან მემკვიდრეობა. მოიმატებს სიყვარული და ვნება პარტნიორის მიმართ.  ნახეთ უფრო მეტი
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  2 ნიშანი, რომელსაც სამყარომ ახალ წლამდე „ოქროს სკივრი“ მოუმზადა