მარტის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის

0
148
#post_seo_title
☀სტროლოგ ანა მზიანის პროგნოზი ♓️ 13 მარტს მარსი კვადრატშია მთვარის კარმულ კვანძთან – ცოტა რთული დღეა და უნდა დაფიქრდეთ, რაში ხარჯავთ ენერგიას, ან რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. თუ ვარჯიშობთ, იყავით გააზრებული, ნუ გადაიღლებით.
☀ ♓️ 14 მარტს მარსი კვადრატში ლილიტთან, შავ მთვარესთან – გაფრთხილდით, რომ თქვენმა ქმედებამ, აგრესიამ და ენერგიულობამ თქვენვე არ დაგაზარალოთ.
☀ ♓️ 15 მარტს მარსი კვადრატშია რეტროგრადულ მერკურთან – ცუდი არავისზე თქვათ, თქვენმა სიტყვამ შეიძლება ადამიანს “თავი გაუტეხოს“. თუმცა, კარგი იქნება, რომ ჩამოწეროთ აქტიური სამოქმედო გეგმა და როცა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა, თქვენს ნიშანში ახალმთვარეობის შემდეგ, განახორციელოთ.
☀ ♓️ 16 მარტს მერკური კვადრატშია ლილიტთან – ისევ ფრთხილად სიტყვებთან. ცუდი არავის უსურვოთ. ზოგიერთმა საკუთარ თავზე შეიძლება ჭორები გაიგოთ. ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
☀ ♓️ 19 მარტს ახალმთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში – გილოცავთ, დღეს თქვენი ახალი წელია, აუცილებლად ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, სურვილები. იფიქრეთ საკუთარ თავზე, როგორ უნდა გაიუმჯობესოთ ცხოვრება.
☀ ♓️ 20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. გიაქტიურდებათ პირადი შემოსავლების, რესურსების სფერო, სასურველია, დაიწყოთ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, ჯანმრთელობაში, განათლებაში. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, ან გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.
☀ ♓️ 21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – დალაგდება სიტუაცია, ადამიანები მეტად დაგიგდებენ ყურს, თავად კი უნდა დაფიქრდეთ, რა გზით განვითარდეთ, კარგი იქნება რამის სწავლა.
☀ ♓️ 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. ერთი სიტყვით, არავინ დაგაბოლოთ, თუ საქმე ფულს, თქვენს რესურსებს ეხება.
☀ ♓️ 25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაში – ისევ ფინანსური სფერო ითხოვს ყურადღებას და აი, აქ უნდა შეამციროთ ხარჯი, უფრო მეტიც, ცოტა მომჭირნე უნდა გახდეთ. გირჩევთ, ფულის მოგროვება დაიწყოთ. ზოგიერთმა შეიძლება დიეტის დაცვა გადაწყვიტოთ და გარკვეული პროდუქტის ჭამა აუკრძალოთ საკუთარ თავს.
☀ ♓️ 30 მარტს ვენერა კუროში გადავა 2026 წლის 24 აპრილამდე – გახშირდება სასიამოვნო შეხვედრები, ზოგიერთმა შეიძლება მგზავრობისას რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. კარგი პერიოდია მათთვის, თუ ვაჭრობის სფეროში საქმიანობთ და სილამაზის, თავის მოვლის პროდუქციას ყიდით. ზოგიერთმა შეიძლება სილამაზესთან დაკავშირებული კურსების გავლა გადაწყვიტოთ. ასტროლოგ ანა მზიანის პროგნოზი
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის