29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

კურო

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იყავით ფრთხილად, ნუ გათქვამთ და  ნურავის გაანდობთ სხვის საიდუმლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენივე დაუდევრობით, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

იყავით ყურადღებით და შეეცადეთ, ამოიცნოთ სამყაროს მინიშნებები, გაიაზრეთ სიზმრები და იქნებ საჭირო პასუხებს მიაგნოთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, სწორად მოქმედებისათვის.

კირჩხიბი

ეს არის აღმოჩენების, აღმაფრენისა და მეტად მნიშვნელოვანი მზადების პერიოდი. დატკბით ცხოვრებით და მოემზადეთ ახალი გამოწვევებისთვის.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

24 საათი დღე-ღამეში არაა საკმარისი იმისათვის, რომ საქმეებიც მოასწროთ და ცოტაოდენი დასვენებაც. გონებამახვილობა და სისწრაფე, აი, რა გჭირდებათ.

ქალწული

ნურავის დაადანაშაულებთ, მოთმინებით აღიჭურვეთ და გონივრულად დაალაგეთ მნიშვნელოვანი საქმეები, გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი და წინდახედულად იმოქმედეთ. დასვენება არ დაგავიწყდეთ.

სასწორი

გელით დაუგეგმავი შეხვედრები და უარი არ თქვათ. ზომიერი ტაქტიკით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი

უდარდელად ჩაივლის დღევანდელი დღე. სიმშვიდეა შინ და გარეთ. შესაძლოა, ცოტა გაკვირვებულიც კი დარჩეთ  ოჯახური იდილიით.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სასიყვარულო საქმეებში პრობლემებმა იჩინოს თავი, აღიჭურვეთ მოთმინებით და უფრო გულისხმიერი იყავით. დაელოდეთ უკეთეს მომენტს და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

თხის რქა

არის ალბათობა, შთამბეჭდავად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის ორიგინალური თვისებები, არასტანდარტული აზროვნება და სათანადო შექებაც დაიმსახუროთ. ახლა თქვენი ფრაზაა, – ცხოვრება მშვენიერია.

მერწყული

გათავისუფლდით ყოველგვარი უსარგებლოსგან, დაამყარეთ წესრიგი თქვენს გარშემო, მოიშორეთ აბეზარი ფიქრები, მოიშორეთ ყოველი ძველმანი და უსარგებლო რამ თქვენი სივრციდან, თქვენი გონებიდან, თქვენი პირადი თუ საერთოდაც ცხოვრებიდან.

თევზები

ბავშვივით გალაღდით და მსუბუქი ნაბიჯებით მიჰყევით ყოველდღიურობას, ახლა თქვენი დროა, თუმცა, გარშემო ისეთი სიმშვიდეა, რომ შეიძლება, რაიმე საინტერესო მოიგონოთ ირგვლივ მყოფთა გასახალისებლად.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2026). 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი. 29 აპრილი, 2026. https://shenihoroskopi.ge/29-აპრილის-ასტროლოგიური-პრ-3/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/29-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0-3/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network