3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე – საბუთები გააფორმეთ დიდი დაკვირვებით. კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაცია იქნება მოცულობითი და რთული, მაგრამ ნასწავლი სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.
5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური – პლუტონთან – რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. უსიამოვნება იქნება ფინანსებთან დაკავშირებით.
6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) – სამსახურის გამო ნუ დაიზარალებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და პირიქით. მოერიდეთ ინტრიგებს კარიერაში. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.
6 მაისს პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე – პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და პლუტონი ბრუნდება კონკურეტულ წერილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა ადრე. შანსი მოგეცემათ, რომ გაერკვიოთ თქვენთვის აქამდე ფარულ სფეროებში. მიიღოთ ინფორმაცია, რასაც აქამდე გიმალავდნენ. საკუთარ თავში უნდა მოახდინოთ ტრანსფორმაცია, რომ გათავისუფლდეთ შიშებისა და ფობიებისგან.
14 მაისს მზე-მერკურის შეერთება გველოდება კუროში – ამ დღეს ფრთხილად იყავით მგზავრობისას, საბუთების მოწესრიგებისას. ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში 00:01-ზე – იწყება სწავლის, ბიზნესის, ახალი საქმის დაწყების დრო. მოგინდებათ ექსკურსიაზე, ქალაქგარეთ გასეირნება, მეგობრებთან შეხვედრა. გააფორმებთ ახალ საბუთებს. ზოგიერთი შეიძენთ უფრო ლამაზ, გამძლე გაჯეტს, ავტომობილს.
17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში – ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე – უნდა გააფორმოთ ბინასთან დაკავშირებული საბუთები. გახშირდება კომუნიკაცია ნათესავებთან; მათი საქმეების გამო გადაადგილება, კომუნიკაცია. ზოგადად, მოიმატებს სტუმრიანობა სახლში. შეიძლება ოჯახთან ერთად გაემგზავროთ ქალაქგარეთ ან სახლისთვის შეიძინოთ თანამედროვე ნივთები.
17 მაისიდან 23 ივნისამდე მარსი კუროშია – მოერიდეთ ჩხუბს მეგობრებთან; დაიწყეთ ახალი ბიზნესი, საქმე, იაქტიურეთ, მოგინდებათ ახალი სამუშაო ინსტრუმენტების შეძენა, ან ტრანსპორტის.
18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან – მოულოდნელობა გელოდებათ ოჯახში, სახლთან დაკავშირებულ თემაში. შეიძლება ახალი უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ საცხოვრებელი.
19 მაისს ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე – სიყვარულის, ფლირტის, რომანტიკის დრო გელოდებათ. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი კარგი ამბებით. გელოდებათ დღესასწაულებსა და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. არაა გამორიცხული, რომ ჰობიმ, შემოქმედებითმა საქმიანობამ ფული მოგიტანოთ. დაიწყებთ ფულის ფლანგვას სიამოვნებაზე, ლამაზ ნივთებზე, შემოქმედებით საქმიანობაზე.
21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის – გახშირდება კომუნიკაცია, შეხვედრები, იქნება მეგობრული შეხვედრები, გესტუმრებათ შინ მეგობარი. მოგინდებათ მეგობრებთან ერთად სადმე გამგზავრება. იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე მიმოსვლა, საუბრები.
22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია – რაღაც უჩვეულო უნდა მოხდეს თქვენს სახლთან დაკავშირებით. შეიძლება შეიძინოთ ახალი სახლი, ან სახლისთვის – უჩვეულო ნივთები. გაფრთხილდით ელექტროობასთან სახლში.
25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან – ბალანსი უნდა დაიცვათ სახლის ვალდებულებებსა და სამსახურის საქმეებს შორის. გაფრთხილდით, შეიძლება იყო ჭორები და ინტრიგები სამსახურში. სახლში არ შეუშვათ უცხო, საეჭვო პირები.
26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან – მოერიდეთ სახლის, უძრავი თემის გამო ახლობლებთან უსიამოვნებას. შეიძლება ასეთი მოვლენა უკვე იყო თქვენს ცხოვრებაში და ახლა ისევ უნდა მიუბრუნდეთ. შეიძლება გაიგოთ რაღაც, რაც ბრძოლის ძალას მოგცემთ. შეიძლება უნდა იბრძოლოთ, რომ მიიღოთ კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან.
31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში – სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული სტატუსთან, კარიერასთან, რეპუტაციასთან დაკავშირებით.
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi