3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე – გახშირდება საქმეების გამო კომუნიკაცია, მივლინება. იქნება მიტან-მოტანა, საქმეების გამო წინ და უკან სიარული. წვრილ-წვრილი საკითხები უნდა მოაგვაროთ. სამსახურში შეიძლება დაგჭირდეთ პაუზა, სხვების, რაღაცის მოლოდინის გამო
5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური – პლუტონთან – რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. შეიძლება იყოს შეფერხება ორგანიზაციული საკითხების, საქმეების მოგვარებისას, უსიამოვნო საუბარი ფულის გამო.
6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) – პარტნიორულ თემებში იქნება გაურკვევლობა, ბუნდოვანება, ცდუნება.. არაა გამორიცხული, ფულის გამო პარტნიორმა გადაგაგდოთ, ან ადამიანი, რომელიც საიმედო გეგონათ, ასეთი არ გამოდგეს. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.
6 მაისს პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე – პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და პლუტონი ბრუნდება კონკრეტულ წერტილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა პირველ ჯერზე. ცვლილებები გელოდებათ საქმეებში, ბიზნესში, სწავლაში. შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება ზოგიერთ მეგობარზე, მეზობელზე.
14 მაისს მზე-მერკურის შეერთება გველოდება კუროში – ამ დღეს ფრთხილად იყავით მგზავრობისას, საბუთების მოწესრიგებისას – ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. შეიძლება იყოს შეცდომები შესრულებულ სამუშაოში. იმაშიც კი, რასაც ყოველდღე ასრულებთ. ზოგიერთმა შეიძლება სწორად ვერ გამოთქვათ თქვენი ნააზრევი ან გარშემო მყოფებმა არასწორად გაიგონ თქვენი ნათქვამი.
17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში 00:01-ზე – სიახლეები იქნება სამსახურის საქმეში, ყოველდღიურ ვალდებულებაში. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, ან დაგემატოთ ახალი ვალდებულება. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ ახალი კოლეგება, დამხმარე. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას, დიეტს, ვარჯიშს. გამოიკვლევთ ფარისებრ ჯირკვალს.
17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში – ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე. გახშირდება კომუნიკაცია, მიმოსვლა საქმიან პარტნიორებთან ერთად, მივლინება. შეიძლება ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით დაგჭირდეთ სარეკლამო კამპანიის გამართვა, ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.
17 მაისიდან 23 ივნისამდე მარსი კუროშია – მოგიწევთ ფიზიკური მუშაობა – ეს შეიძლება იყოს სახლში სარემონტო სამუშაო, ვარჯიში ან ბაღში საქმიანობა. მოერიდეთ კონფლიქტს თქვენზე დაქირავებულ თანამშრომლებთან.
18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან – ურანი ტყუპში დიდი ხნით გადავიდა და თქვენს პარტნიორობაში არასტაბილურობასა და განახლებას მოიტანს. შეიძლება მოულოდნელად გაიცნოთ ახალი ადამიანი, მოულოდნელად გააფორმოთ ურთიერთობა. გამოგიჩნდებათ ახალი საქმიანი პარტნიორი ან ცვლილებები პარტნიორებთან ურთიერთობაში.
19 მაისს ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე – გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ფულადი დახმარებით, პარტნიორის ხელშეწყობით. გაიზრდება ინტერესი ეზოთერიკული მეცნიერებებისადმი.
21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის – მეტად იქნებით ორიენტირებულები პარტნიორულ ურთიერთობაზე. სხვა ადამიანების გამო შეიძლება შეგეცვალოთ პირადი გეგმა. თავისუფლება შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც დაწყვილდებით. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ ახალი მეგობარი ან საქმიანი პარტნიორი.
22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია – ისევ თქვენი პარტნიორობის თემაა აქტუალური და მოულოდნელობა გელოდებათ: შეიძლება რადიკალურად შეგეცვალოთ გარემო, სამეგობრო წრე, საქმიანი პარტნიორები.
25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან – არავის არაფერი არ დაუმტკიცოთ, ყველაფერი, რასაც იტყვით, საკუთარი თავის გასამართლებლად, ისევ თქვენვე დაგაზარალებთ.
26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან – ყურადღება გმართებთ ბიზნესის საქმეებთან, მგზავრობასთნ და საბუთების მოგვარებასთან. პარტნიორების გამო შეიძლება მათი განახლება, მათში ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ. აგრეთვე შეიძლება მიუბრუნდეთ სწავლას ან ავტომობილთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში – სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული. რაღაც უნდა დაასრულოთ (საქმე, ურთიერთობა), ის, რაც თქვენ გაზარალებთ, თქვენზე ახდენს ცუდ გავლენას. ეს შეიძლება იყოს მავნე ჩვევებთან დამშვიდობებაც.
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.





