რას ნიშნავს სიზმარში ცხვრის ნახვა

0
14
#post_seo_title
მამაკაცური საწყისი განსახირებაა, რომელიც ბადებს შემოქმედებით ძალას და ენერგიას. ის დაკავშირებულია მზისა და ცის ღმერთებთან. ზოდიაქოში ვერძი განასახიერებს გაზაფხულის მაცოცხლებელ მზის ძალას, როგორც წლის დასაწყისი. ცხვრის რქების სპირალი ითვლება სიძლიერის სიმბოლოდ და შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც მზის, ისე მთვარის ქალღრმერთებს. მეორეს მხრივ, ცხვარი – ჩვეულებრივი, შესაწირი ცხოველია. ტიბეტურ ბუდიზმში, ცხვრის თავი სრული ძალაუფლების ნიშანია და სკიპტრაზე გამოისახება. კელტებში ის ნაყოფიერების, ქტონიკური საწყისის ნიშანი და ომის ღმერთების ატრიბუტია. ცხვრისთავიანი გველი დაკავშირებულია რქიან ღმერთ ცერნუნთან. ქრისტიანულ კულტურაში, ცხვარი ქრისტეს სიმბოლოა, როგორც მოძღვარის და მსხვერპლის, რომელმაც ისააკი ჩაანაცვლა სამსხვერპლოზე. ეგვიპტეში ის შემოქმედებითი ძალის, მზის ენერგიის სიმბოლოა. ცხვარი – ღმერთ ამონ-რას სიმბოლოცაა. ის ასევე იყო ოზირისის ატრიბუტიც. ძველ საბერძნეთში, ცხვარი დაკავშირებული იყო ზევს-საბაზიასთან, როგორც ცხვარ-ღმერთთან და წარმოადგენდა შემოქმედი ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოს. კვიპროსზე, ცხვარი ასოცირდებოდა აფროდიტესთან. ზოდიაქოში ცხვრის სიმბოლო არის ვერძი, რომელსაც მართავს ცეცხლოვანი პლანეტა მარსი. თუ გადავხედავთ ინდურ კულტურას, მასში ცხვარი წრამოადგენს ცეცხლის ღმერთ აგნის ატრიბუტს და წმინდა ცეცხლის სიმბოლოა. ისლამში ცხვარი – ისევე სამსხვერპლო ცხოველია, როგორც ქრისტიანობაში. სკანდინავიელმა თორმა ცხვრები თავის ეტლში შეაბა. შუმერულ-სემიტურ ტრადიციაში, ცხვრის თავი მაგრდებოდა კოშკის წვერზე და გამოსახავდა ოკეანეთისა და ბედისწერის ღმერთ ეას. ცხვრის რქებით არის გამოსახული ფინიკიელ ვაალ-ჰამონი, რომელი იყო ზეცისა და ნაყოფიერების ღმერთი. ასეთივე ფორმით გამოისახებოდა რაშაპი და მისი ტახტის საყრდენიც ცხვრების ფიგურებია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi