ბოროტების განდევნის რიტუალი ეზოტერიკოსისგან

0
29
#post_seo_title

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

„წითელი ძაფი – დაცვისა და განდევნის უძველესი საიდუმლო
ყველა ბოროტებას სიტყვით ვერ განდევნი. არის ენერგიები, რომლებიც კვანძით უნდა შებოჭო და იქ დააბრუნო, საიდანაც მოვიდა.
ძველად ამბობდნენ: რაც დანით ვერ მოიჭრება, ის ძაფით უნდა შეიკრას ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. წითელი ძაფი უბრალო სამკაული არ არის – ეს „დაცვის ძარღვია“, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს გზას უღობავს.
როდის შევასრულოთ?
პრაქტიკისთვის საუკეთესოა სამშაბათი ან შაბათი. აუცილებელია სიჩუმე, მარტოობა და მტკიცე განზრახვა.
რიტუალის მსვლელობა:
აიღეთ წითელი, შალის ძაფი. დაიჭირეთ ხელებს შორის, დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ გადადის ძაფში ყველაფერი მძიმე, წებოვანი და უცხო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.
ჩურჩულით თქვით:
„ყველა ბოროტებას ვბოჭავ, ყველა მავნებელს ძაფში ვამწყვდევ. სხვისი – ჩემი არ არის. მე მისი გავლენის ქვეშ არ ვიქნები!“
დაიწყეთ კვანძების შეკვრა. თითოეული კვანძი ბეჭედია:
I კვანძი: „ბოროტებას ვკრავ.“
II კვანძი: „ბოროტებას ვაჩერებ.“
III კვანძი: „უკან ვაბრუნებ – იქ, საიდანაც მოვიდა.“
ძაფი მარცხენა მაჯაზე შეიბით. კარგია, თუ ბოლო კვანძს თქვენი საყვარელი, სანდო ადამიანი დაგიფიქსირებთ. დაბოლოს, წარმოთქვით:
„ამ კვანძით დაცული ვარ – არ გავტყდები. ამ ძაფით დაცული დავდივარ – ვერ მომწვდებიან. საიდანაც ბოროტი მოდიოდა, იმავე გზით წავიდა. კვანძით შეკრულია – სიტყვით დაბეჭდილია!“
მნიშვნელოვანია:
ატარეთ მანამ, სანამ თავისით არ მოგძვრება.
თუ ძაფი გაწყდა, ნუ შეგეშინდებათ – ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა თავის თავზე აიღო და თავისი საქმე შეასრულა.
გახსოვდეთ: რაც კვანძით არის შეკრული, მას ყოველი ძალა ვერ გახსნის.
დაწერე კომენტარებში „დაცული ვარ“, რომ გაააქტიურო შენი პირადი ფარი!”,- წერს იოსელიანი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ჰყავს ყველაზე ძლიერი მფარველი ანგელოზი

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi