როგორი სექსუალური შესაძლებლობები დაგყვათ დაბადების მომენტში

0
54
#post_seo_title

ნებისმიერი ადამიანი გარშემო მყოფებზე შინაგანი სექსუალურობით ახდენს ზემოქმედებას. ეს გაუთვითცნობიერებლად ხდება. სექსუალურობა თანდაყოლილია და მას დაბადების წელი, თვე და რიცხვი განაპირობებს.

თუ გსურთ გაარკვიოთ, რამდენად სექსუალური ხართ, შეკრიბეთ თქვენი დაბადების წლის, თვისა და რიცხვის ციფრები და დაიყვანეთ ერთ რიცხვამდე ანუ 1-იდან 9-მდე. ასე მიიღებთ თქვენი ცხოვრებისეული გზის და სექსუალურობის მონაცემს. მაგალითად, თუ დაიბადეთ 15.03.1974, მაშინ 1+5=6, 0+3=3, 1+9+7+4=21=2+1=3, 6+3+3=12=1+2=3, ანუ, ამ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებისეული გზისა და სექსუალურობის რიცხვი არის 3.

– გამოირჩევიან საკუთარი თავის რწმენით. ბევრი ამ თვისებას სექსუალურობად მიიჩნევს. გარეგნობაც შესაბამისი აქვთ, ახასიათებთ გრაციოზულობა და მომაჯადოებელი გამოხედვა. თუმცა, საწოლში ეგოისტები არიან და ყურადღებას მხოლოდ აქეთ მოითხოვენ, იქით კი არაფერს გასცემენ. ასევე, თავად იჩენენ ინიციატივას და არ მოსწონთ, როცა მათ სექსუალურობაზე მიანიშნებენ ან აშკარად ეარშიყებიან. ზოგადად, მათთვის სექსი კიდევ ერთი საშუალებაა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

– ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სულის ერთობა, საერთო ინტერესები და ფსიქოლოგიური კომფორტი. თუ ყველაფერი ეს არ არის, მაშინ მათი სექსუალურობა ჩრდილში რჩება, ხოლო თუ ეს ყველაფერი მიიღეს, მაშინ შეუძლიათ, ლოგინში სასწაულები მოახდინონ. თუმცა, მათი სექსუალური შესაძლებლობები არასოდეს არის თვალში მოსახვედრი. თბილები არიან და სიფაქიზით ეკიდებიან საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს, უყვართ ალერსი.

– გახსნილები არიან და უყვართ სექსუალური ექსპერიმენტები. ხშირად იცვლიან პარტნიორს, რადგან გამუდმებით სურთ, გამოცადონ ახალი შეგრძნებები. არ განიცდიან თაყვანისმცემელთა ნაკლებობას. მიმზიდველები არიან, თუნდაც საუბრის დონეზე. ხშირად საკუთარი სექსუალურობის ტყვეები ხდებიან, რადგან გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობების აგება არ შეუძლიათ.

– მათთვის პირველ ადგილზე სამუშაოა, მეორეზე კი – სექსი. გარეგნულად სექსუალურობით არ გამოირჩევიან, თუმცა, მთელი არსებით ეშვებიან განცხრომაში და შეუძლიათ, მოსინჯონ არა მარტო ყველანაირი ინტიმური ურთიერთობა, არამედ უამრავი პარტნიორიც. თუ ერთხელ განიცდიან იმედგაცრუებას, კონსერვატიულები ხდებიან და სექსის დოზებს მკაცრად განსაზღვრავენ… სრულად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  რიტუალი, რომელიც სამსახურს გაპოვნინებთ

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi