რას ეფუძნება წყლის მაგია? – მის უნიკალურ შემადგენლობასა და ენერგეტიკას. როგორც საიდუმლოებით მოცულ ელემენტს კი, შეუძლია განკურნოს, განწმინდოს და დადებითად დამუხტოს ორგანიზმი. ამჯერად, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, განიხილავენ საწოლთან ერთი ჭიქა წყლის დადგმის რიტუალს, სწორედ მასზე შევჩერდებით. სხვადასხვა მინიშნებასა თუ ხალხურ გადმოცემებში ეს წესი ხასიათდება, როგორც შეუდარებელი საშუალება უარყოფით ენერგეტიკასთან გასამკლავებლად. თუ რას ეფუძნება წყლის მაგია და როგორ უნდა შევასრულოთ რიტუალი კონკრეტულად, ჭიქა მარილიანი წყლით, რომ ბნელი ძალების ზეგავლენისგან დავიხსნათ თავი, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინელი გ.
– რა შემთხვევაშია საჭირო საწოლთან მარილიანი წყლით სავსე ჭიქის დადება?
– ეს საკითხი ყველაზე აქტუალურია დაკრძალვის შემდეგ, ან სახლში მუდმივად დაძაბული სიტუაციის შემთხვევაში. მისტიკოსები ამტკიცებენ, რომ უარყოფითად დამუხტულ ენერგიას შეუძლია უთანხმოება ჩამოაგდოს ადამიანთა შორის, გამოიწვიოს დაღლილობისა და აპათიის განცდა. სავარაუდოდ, ადამიანის ენერგეტიკულ ველსა და გარე ძალებს შორის არსებული წინააღმდეგობა სხეულს უამრავ რესურსს ართმევს. შედეგად კი, იწყება ქრონიკული დაღლილობა, ადამიანს უჭირს დილით გაღვიძება, უღონოდაა დღის განმავლობაშიც, რაც სიგნალია იმისა, რომ პრობლემები შეგექმნებათ. ამ შემთხვევაში, ეზოთერიკოსები გვირჩევენ, ოთახი უარყოფითი ენერგიისგან გაიწმინდოს და ღამით დაცული იყოს. რადგან უამრავი ინფორმაციიდან ძნელია, ტყუილ-მართლის გარჩევა, შევეცდები, სწორი ორიენტაცია შეგირჩიოთ… სრულად





