ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ადამიანებს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის და მიგვითითებს, რომ არ შეიძლება, ადამიანს მოსთხოვო ის, რაც მას არ გააჩნია ან არ ესმის. თუმცა აუცილებლად უნდა შეაფასოს და ყოველთვის გაითვალისწინოს ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვისა და წლის მიხედვით.
ყოველივე ამის მიხედვით კი, არსებობს რამდენიმე ჯგუფი:
1. სიყვარულის მაძიებლები და შემოქმედნი, ანუ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, გველეშაპის და მაიმუნის წლებში, ისინი ძალიან მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. ხშირად სიყვარულში პრაქტიკულ და სასარგებლო რჩევებს იძლევიან. ამ დროს კი თავად სულაც არ ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან ლოგიკით. არასდროს აქცევენ ყურადღებას რჩეულის ეროვნებას, წლოვანებას და გარეგნობას. არასდროს ზღუდავენ საყვარელ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ. ამ წლებში დაბადებულ ადამიანებს ცოტა უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება, მაგრამ ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ბუნებით მშვიდები არიან და საკუთარ ნება-სურვილს ნელ-ნელა ახორციელებენ. თუმცა, ხშირად ისინი, საზოგადოების თვალში უნებისყოფო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
2. მბრძანებელთა ჯგუფში ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში არიან დაბადებულები. ისინი უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ უზომოდ აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ოჯახურ ცხოვრებაზე და რჩეულთან ურთიერთობაზე. მათ შეუძლიათ, იყვნენ რომანტიკულები, მუდმივად ამოუცნობები და იმავდროულად, ოპტიმისტები. ცდილობენ, თავის სასიკეთოდ „გადააკეთონ” საყვარელი ადამიანები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ წლებში დაბადებული ადამიანების სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებებით არის სავსე… სრულად





