ვის რა ელის უახლოეს დღეებში – ნახეთ ასტროლოგის გაფრთხილება

0
402

ვერძი

ეს კვირა შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, შეძლებთ ნათელი იდეების გაცოცხლებას. სიტუაციის გასაკონტროლებლად საჭიროა გამოიჩინოთ მონდომება და ინიციატივა. მიღებული ახალი გამოცდილება საინტერესო შესაძლებლობებს გაგიხსნით, მაგრამ ფრთხილად იყავით კოლეგებთან ურთიერთობისას, შესაძლოა ერთ-ერთმა მათგანმა კონფლიქტში ჩაგითრიოთ. შაბათ-კვირა კარგი დროა მეგობრული შეხვედრებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. თუ  საშუალება მოგეცემათ, გული გაუხსნათ საყვარელ ადამიანს, ნუ მოგერიდებათ გრძნობების გამოხატვა.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

ეს კვირა უნდა დაიწყოთ ღიმილით და სამყაროს ოპტიმისტური ხედვით. თუ შესაძლებელია, გაუმკლავდეთ თქვენს ვალებს, ამ პრობლემის გადადების მცდელობა კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით ფრთხილად, არ ინერვიულოთ და, რაც მთავარია, შეეცადეთ მოიქცეთ დიპლომატიურად როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის გასამდიდრებლად. გაზვიადებისკენ მიდრეკილი იქნებით, რამაც შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, შაბათს უახლოეს ქალაქში გამგზავრება მოგიხდეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ტყუპი

ამ დღეებში კარგად დაფიქრდით, რას იტყვით, ყურადღება მიაქციეთ თქვენს საუბარს, თორემ შეიძლება დააზარალოთ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ. შესაძლებელია საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლების მოსანახულებლად მოგიწვიონ, რაც მთელი კვირის განმავლობაში მაღალ განწყობას შეგინარჩუნებთ. ზოგადად, ნებისმიერი მოგზაურობა თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვნებას შემატებს და სარგებელს მოგიტანთ. კვირის ბოლოს დიდი შანსია, თქვენი პირადი ცხოვრება მოიწყოთ და ქორწინების წინადადებაც მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში კრეატიული იდეებითა და გეგმებით სავსე იქნებით. დაგჭირდებათ თანამოაზრე ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს დაგეხმარებიან. მოუსმინეთ ინტუიციას, ეს საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ მრავალი შეცდომა და მიუახლოვდეთ თქვენი სანუკვარი სურვილის შესრულებას. შესაძლებელია კარიერული ზრდა და დაწინაურება. პარალელურად, არ დაჰპირდეთ საყვარელ ადამიანებს ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებთ. სჯობს არ მისცეთ იმედი, ვიდრე მისცეთ და მერე გაუცრუოთ – და ეს ალბათობა საკმაოდ მაღალია ვარსკვლავების გავლენის გამო.

სასიკეთო დღეები: 23, 25

არასასიკეთო დღე: 28.

 

ლომი

თუ მოახერხეთ ახალი პროექტის წამოწყება და თქვენი ბიზნესის შექმნა, მაშინ შეგიძლიათ ამ კვირაში კარგად დაისვენოთ – ვარსკვლავების გავლენა დაგეხმარებათ, იპოვოთ სიმშვიდე, რომელსაც დიდი ხანია ეძებდით. შესაძლებელია მოგზაურობები და შეხვედრები მეგობრებთან. თქვენი მჭევრმეტყველება ორგანულად იქნება შერწყმული მომხიბვლელობასთან, ასე რომ, ადვილად შეძლებთ, ბევრ ადამიანს მოეწონოთ და თავი დაამახსოვროთ. ოჯახურ ცხოვრებაში ნუ დაიკავებთ ძალიან მკაცრ პოზიციას, ამან შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ქალწული

ვარსკვლავები გარწმუნებენ, რომ პროფესიულ ცხოვრებაში ამ პერიოდში შეძლებთ გადალახოთ ყველა დაბრკოლება, რომელიც ადრე თქვენს ძალებს აღემატებოდა და ახალი კარიერული პერსპექტივები აღმოაჩინოთ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის შედგენა. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება შეეცადოს ოჯახური ინტერესების გაწირვას სამუშაოს გამო, ან სახლში პასუხისმგებლობების თავის არიდებას, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. შაბათ-კვირას მინიმუმამდე შეამცირეთ კომუნიკაცია მეზობლებთან და ნათესავებთან და კარგად დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

სასწორი

ამ კვირაში მოთმინება და სიმშვიდე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი სტრესი და შეინარჩუნოთ საჭირო ძალა პირად ფრონტზე აქტივობისთვის. საბედნიეროდ, რომანტიკა წინ წამოიწევს. კვირის შუა რიცხვებში მოულოდნელად გაიხსნება საიდუმლოებები, რომლებიც თქვენმა მეორე ნახევარმა საგულდაგულოდ დამალა. ფრთხილად იყავით მაშინაც კი, თუ თქვენი პარტნიორი სიტყვიერად გიბიძგებთ უთანხმოებისკენ, არ დანებდეთ პროვოკაციებს. უხეში სიტყვები მხოლოდ გაზრდის დისტანციას თქვენსა და საყვარელ ადამიანებს შორის. შეეცადეთ შაბათ-კვირა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მორიელი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, რაც შეიძლება წარმატებით განახორციელოთ თქვენი გეგმები. მოსალოდნელია ხელსაყრელი სიტუაცია საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში. მოგიწევთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ ჯერ კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ შეცდომების თავიდან ასაცილებლად. თქვენი ხელმძღვანელები აუცილებლად დააფასებენ თქვენს შესაძლებლობებს. მოგზაურობები, შეხვედრები, მოლაპარაკებები წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. პირად ცხოვრებაში სიწყნარეა – ოჯახი ძალზე ძვირფასია თქვენთვის!

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად და პროფესიული დონის გასაუმჯობესებლად. საოცარი ინტუიციის წყალობით სამსახურში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. დიდი ალბათობით, ბევრი საკითხი თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშეც მოგვარდება.  პირადი ურთიერთობების მხრივ ალბათ საკმაოდ მშვიდი კვირა იქნება. მეგობრები და ნათესავები  პრობლემების მოგვარებას თქვენი დახმარების გარეშე შეძლებენ. კვირის ბოლოს ხმაურიანი წვეულება არაფერს მოგიტანთ დაღლილობის გარდა, მხოლოდ ახლო მეგობრების გარემოცვაში იგრძნობთ თავს კომფორტულად.

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თხის რქა

ამ კვირაში მნიშვნელოვანია დაასრულოთ გადაუდებელი საქმე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ყურადღებით დაგეგმეთ თქვენი მოქმედებები, რადგან გაუაზრებელმა ნაბიჯებმა და გამოსვლებმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, სამსახურში არ დააგვიანოთ, თუნდაც ყველაზე წვრილმანი წყენა გამოიწვევს არაჯანსაღ ინტერესს და კრიტიკას ხელმძღვანელების მხრიდან. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, გადავიდეს სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაშიც კი. დიდი ალბათობით, საინტერესო ადამიანებს შეხვდებით.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მერწყული

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს მოუწევს დიდი ძალისხმევა პირადი ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად. დააკვირდით თქვენს ხასიათს და ქცევას. უხეშობამ და თავშეუკავებლობამ შეიძლება  განსაკუთრებით თქვენს ახლობლებს მიაყენოს ზიანი. იფიქრეთ, გჭირდებათ კი ურთიერთობის გაწყვეტა? ფრთხილად იყავით ფულთან და თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებისგან, განსაკუთრებით ბიზნესსფეროში. უმჯობესია გეგმების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა დაიწყოთ. მოუსმინეთ უფროსი ნათესავების ბრძნულ რჩევებს და ისინი პრაქტიკაში განახორციელეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თევზები

ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს სირთულეები პირად ცხოვრებაში, განსაკუთრებით ოჯახურ ურთიერთობებში. ეცადეთ კონფლიქტი დროულად მოაგვაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი უკონტროლო გახდება და ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მიგიყვანთ. სამსახურში ასევე ფრთხილად იყავით და ნუ იჩქარებთ კამათში რომელიმე მხარის დაკავებას. თუ პრობლემები წარმოიქმნება, შეეცადეთ მათ რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეთ. გარემოებებს ახალი თვალთახედვით შეხედეთ. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze