“იყავით მაქსიმალურად ყურადღებით”– 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

0
138

ვერძი

ირგვლივ მყოფი ადამიანები ცნობისმოყვარედ გადევნებენ თვალს, რაც თქვენი უცნაური და იდუმალი ქმედებებით იქნება გამოწვეული.

კურო

ერიდეთ გაღიზიანებას. ნუ იჩქარებთ, გამოიჩინეთ გონიერება და მოთმინება. ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეებში, დროა, ძირფესვიანად გაერკვეთ.

ტყუპები

მთელი თქვენი ძალები მიზნისკენ მიმართეთ, ნუ შეუშინდებით სიძნელეებსა და დაბრკოლებებს.

კირჩხიბი

იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა არ დაუშვათ შეცდომა სამსახურებრივ საკითხებში.

ლომი

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის მოემზადეთ, ნებისმიერ საქმეს ყურადღებითა და გულისყურით მოეკიდეთ.

ქალწული

ცვლილებებისთვის სასიკეთო დროა, ახლა ახლებურად უნდა შეხედოთ ცხოვრებისეულ საკითხებს.

სასწორი

თქვენი პიროვნული სიძლიერე კარგად გამოვლინდება სამსახურებრივ საქმეებში და მიღებულ შედეგებში.

მორიელი

გადაანაწილეთ ძალები და აქცენტი გააკეთეთ უფრო მნიშვნელოვანზე, ნუ გადაიღლებით.

მშვილდოსანი

ეს დღე ახალ ნაცნობობას და ურთიერთობებს დაუთმეთ. გააღრმავეთ ცოდნა და იყავით ინფორმაციის მიმღები.

თხის რქა

მთელი არსებით ჩაეფლობით საქმეებში, ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელია, დრო არ ითმენს, საქმეების გადადებას ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ.

მერწყული

როგორც იქნა, თავს გაართმევთ, ან დაიხსნით ძველი პრობლემებისგან, არის ალბათობა, გაემგზავროთ, ან დაგეგმოთ სხვა ქვეყანაში გამგზავრება.

თევზები

სახლსა თუ სამსახურში, საჭირო და შეუცვლელი პერსონა ხართ. ტაქტის, გონიერების და კარგი თვისებების გამოყენებით ,  შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ