კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის – როგორი კვირა გელით

0
1642

მოერიდეთ დიდ ფინანსურ გარიგებებს, რისკსა და აზარტულ თამაშებს. საკუთარი მიზნებისთვის, ნუ გამოიყენებთ სამსახურებრივ მდგომარეობას. საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ეჭვიანობა და მომთხოვნელობა.

კურო ♉

სიტყვაზე ნურავის ენდობით და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. დახმარებისათვის კი მიმართეთ მხოლოდ პროფესიონალებს. ეცადეთ თავისუფალი დრო დაუთმოთ დასვენებასა და ძალების აღდგენას. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

ტყუპები ♊

გარშემომყოფები დაგეხმარებიან პროფესიულ და თანამდებობრივ ზრდაში, თუმცა ყველასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან შესაძლოა მოგატყუონ როგორც საქმეში, ასევე პირად ურთიერთობებში. ნუ დაარღვევთ კანონს და მოერიდეთ რისკს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად. გარშემომყოფები დაგეხმარებიან პროფესიონალურ და თანამდებობრივ ზრდაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ არ გადაიღალოთ.

ლომი ♌

სანამ რამეს წამოიწყებთ, კარგად დააკვირდით მიმდინარე მოვლენების დინამიკას, რათა გაუთვალისწინებელ პრობლემებს აუაროთ გვერდი. ფინანსური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, დაიხმარეთ მეგობრები. სიყვარულმა შესაძლოა აგირიოთ გონება და მომავალ პერსპექტივებზე გათქმევინოთ უარი.

ქალწული ♍

დრო დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო შეხვედრებით, გადაადგილებებით, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებით. ახლობლური ურთიერთობები შესაძლოა გადაიზარდოს სასიყვარულოში, თუმცა მისი დიდ ხანს გაგრძელება სათუოა.

სასწორი ♎

საქმიანობაში დახმარებას გაგიწევენ ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობის შემთხვევაში უხეში ნუ იქნებით და ეცადეთ მოძებნოთ გზები კრიზისიდან დროულად გამოსვლისათვის. მოგზაურობა კი გადადეთ, რადგან თქვენი ენერგია შესუსტდება.

მორიელი ♏

გაგიუმჯობესდებათ ენერგეტიკული მდგომარეობა. ყველა ძველი პრობლემა თავისით მოგვარდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ნუ იქნებით პრინციპული და ეცადეთ არ იეჭვიანოთ. გზებზე მოძრაობისას ნუ გარისკავთ.

მშვილდოსანი ♐

ეცადეთ გამოიყენოთ ეს პერიოდი არა მარტო საქმისათვის, არამედ დასვენებისთვისაც. მოერიდეთ რთული საკითხების განხილვას. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა პრეტენზიები წამოგიყენოთ, რის დარეგულირებაშიც მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ.

თხის რქა ♑

გარშემომყოფებთან ერთობლივი საქმიანობისას შესაძლოა არასასიამოვნო გარჩევების მომსწრე ან მონაწილე გახდეთ. შეამცირეთ გადაადგილებებისა და მოგზაურობების რიცხვი, რათა არ გაიუარესოთ ფსიქოსომატური მდგომარეობა.

მერწყული ♒

არახელსაყრელი დროა დიდი ფინანსური გარიგებებისა და ოპერაციებისათვის. მატერიალური პრობლემების გამო ბევრი ჩანაფიქრის განხორციელებას ჯერ ვერ შეძლებთ. ფინანსურ საკითხებში არასტაბილურობა დაძაბავს თქვენს ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორებთან.

READ  28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

თევზები ♓

ოჯახის წევრები და ახლობლები გაგიწევენ დახმარებას ბიზნესსა და პირად საქმიანობაში. მოსალოდნელია დამატებითი სამუშაოს, ან ახალი ბიზნესის დაწყებაც, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე. რთულ სიტუაციებში ეცადეთ სწრაფად იმოქმედოთ.

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze