კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დაძლევისთვის – ცაგარელის გაფრთხილება

0
101

ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით. არ ღირს მეგობრების ნდობა და საიდუმლოს განდობა, რადგან ზუსტად ის გიღალატებთ, ვისგანაც ნაკლებად ელით.

მამაკაცების საყურადღებოდ! მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ქალბატონების რჩევები, რომლებიც თქვენზე პრაგმატულად შეძლებენ აზროვნება!

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების, წვეულებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, ძვირფასი ლითონებითა და მინერალებით ვაჭრობისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

ჯანმრთელობა

– გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დაძლევისთვის. მოერიდეთ თვალების ზედმეტად გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე ციტრინი, ცირკონი, აკვამარინი, გიშერი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი პრობლემების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ