თემა, როგორ მოვხსნათ ჯადო დამოუკიდებლად, აშკარად ამოუწურავი თემაა. ზოგი საკუთარ თავში ბნელ ძალებს პოულობს, რომ ვინმე შეგნებულად დაწყევლოს, ზოგი მთელ ენერგიას ხარჯავს, რომ ავი თვალისა და სხვა სისაძაგლისგან თავი დაიცვას. როგორც ჩანს, ამაზე საუბარს აზრი აქვს.
როგორ მოვხსნათ ჯადო დამოუკიდებლად
ფილმებიდან ვიცით ბევრი საშინელი რიტუალის არსებობის შესახებ, რომლებიც ადამიანის მოკვლას ემსახურება. გასაგებია, რომ ვუდუს თოჯინას არავინ წნავს, რომ შემდეგ ნემსები დაარჭოს. თუმცა, შეიძლება წნავდეს. მოდით, ყველაზე პოპულარულ მეთოდებს თვალი გადავავლოთ – მოჯადოებულ ნივთებს.
1. ნემსი
ალბათ, უძველესი და ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჯადოს გასაკეთებლად. თუ მოულოდნელად ნემსი აღმოაჩინეთ იქ, სადაც მისი ადგილი არაა, ეს შეიძლება მოშურნეების გაკეთებული იყოს. ჩვეულებრივ, ფეხსაწმენდის ან დივნის ქვეშ დებენ. შიშველი ხელებით არ შეეხოთ, მხოლოდ ხელთათმანებით. აუცილებლად უნდა გატეხოთ და ცეცხლში ჩააგდოთ, რომ ვინმე სხვა მისი გავლენის ქვეშ არ მოექცეს.
2. ბოქლომი
ჟანგიანი ბოქლომი შეიძლება თქვენს სახლში დამალონ, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ. რა თქმა უნდა, ეს ბეღლის დიდი ბოქლომი არა, უფრო მინიატურული ზომის იქნება. ხალხში ამბობენ, რომ სჯობს წყალში გადააგდოთ, მანამდე კი გახსნა სცადოთ. თუ ვერ ახერხებთ, მაშინ ღმერთმა დალოცოს და მდინარეში ჩააგდეთ.
3. თმა
ძაფით შეკრული თმა ყველაზე ნამდვილი ჯადოა, რომელსაც თქვენი პირადი ცხოვრებით უკმაყოფილო ქალები აკეთებენ. გაბრაზება არ ღირს, უბრალოდ ეს ყველაფერი შუაზე გაჭერით და დაწვით. გახსოვდეთ, რომ ცეცხლის ძალას ნებისმიერი შეთქმულების განადგურება შეუძლია. ახლა ხვდებით, რატომ უჭირდათ ჯადოქრებს შუა საუკუნეებში?
4. ჩანაწერი
ან ქაღალდი გაუგებარი ხელწერით. იქნებ, ეს გვერდი დაუდევარი სკოლის მოსწავლის რვეულის ნაგლეჯია ან ჩანაწერი სწრაფი უბედურების მოტანის სურვილით. დაწვით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ მითითებული იყოს ადგილი, სადაც განძი დევს.
5. სხვა ნივთები
მოსაჯადოებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგალითად, 1 მუჭა მარილი, რომელიც მოულოდნელ ადგილას აღმოაჩინეთ, სანთლის ნამწვი ძაფით გადახვეული, პატარა ცხოველის ძვლები, გამხმარი მწერები და მარცვლეულიც კი, როგორიცაა წიწიბურა ან ფეტვი. თავისი არსით, ცუდი ენერგიით დამუხტული შეიძლება ნებისმიერი ნივთი იყოს. თუ რაღაც ასეთზე ეჭვი გეპარებათ, მაშინ ცეცხლი დაგეხმარებათ. დაწვით და ეცადეთ, კვამლი არ შეისუნთქოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როგორ მოვხსნათ ჯადო დამოუკიდებლად
ჩვენ გიამბეთ არაპირდაპირ ჯადოებზე, როცა ადამიანები სხვებს ჩუმად მტრობენ. არადა არსებობს პირდაპირიც. როცა ამას სახეზე ტკბილი ღიმილით აკეთებენ და ჯადოს პირდაპირ ხელიდან ხელში გადასცემენ. როგორც ვაშლი ფიფქიასთვის. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, რადგან ჭეშმარიტი ზრახვები თქვენთვის უცნობია. აი, ახლა ჯადოს თემაზე სერიოზულად უნდა ვისაუბროთ.
მისი გავლენის მოსაშორებლად საუკეთესო გზაა – უბრალოდ არ იცოდეთ მის შესახებ. ხოლო თუ იცით, სერიოზულად არ აღიქვათ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, თუ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ვიღაც წყევლის, არანაირი ჯადოქრობა არ მუშაობს. თავისი არსით, ეს სუფთა ფსიქოლოგიაა.
ადამიანს შავ მაგიაზე უყვებიან, ის შიშობს, ჯადოზე ფიქრობს, ამაზე მუდმივად ფიქრობს და ყველგან ნიშნები ელანდება. სწორედ ამიტომ, ლოგიკურად დაფიქრდით. ჩვენ, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც წყევლა შეიძლება იყოს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია და საკრედიტო ბარათი, რომელიც ბანკმა დაბლოკა. სხვა დანარჩენმა დაე, არ შეგაწუხოთ.