2024 წლის 4 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია და მას სარკისებურსაც უწოდებენ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს წარმატების მიღწევის დიდი შანსი არსებობს. ამიტომაც, თუკი რაიმე მნიშვნელოვანი გეგმა გაქვთ, რაიმეს დაწყებას, განხორციელებას აპირებთ, გსურთ საყვარელ ადამიანს დაელაპარაკოთ, საქმიანი მოლაპარაკებები აწარმოოთ, შეგიძლიათ, აღნიშნულ დღეს დაგეგმოთ. შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება.
21 აპრილი ემოციურად ძალიან დატვირთული დღე იქნება, რადგანაც მზე პლანეტა პლუტონთან ჰარმონიულ პოზიციაშია. სიკეთე, პოზიტიურობა, გახსნილი კომუნიკაცია, ურთიერთდახმარების სურვილი – ამ დღეს ეს საკითხები განსაკუთრებით პოპულარული იქნება.გაცემული სიკეთე უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად. მარტოხელა ადამიანებს კი აქვთ შანსი, ცხოვრების მეგზურს შეხვდნენ და საინტერესო თავგადასავალი შექმნან.
26 აპრილს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს და შესაბამისად, ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტა განაგებს, კვლავ გამართულად და სრული დატვირთვით იმუშავებს. ამ დღეს შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა ფინანსური კეთილდღეობა მოიპოვოს, დამატებითი თანხა, ბონუსი, წახალისება, მოულოდნელი საჩუქარი, ახალი შეთავაზება მიიღოს და დაწინაურდეს.
29 აპრილს პლანეტა ვენერა მოგცემთ შანსს, რომ თქვენი ოცნებებისა და მიზნებისაკენ რეალური ნაბიჯები გადადგათ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და იმაზე მარტივად გამოგივათ ყველაფერი, ვიდრე სხვა პერიოდში. ამიტომაც, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
მასალის გამოყენების პირობები