რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ივლისში წარმატება მოიზიდოთ

0
2163
18 ივლისის პროგნოზი

ივლისში ემოციური ფონი კიდევ უფრო მეტად გაზრდილია და შესაძლოა, მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა ხშირად იგრძნოთ. ამავდროულად, ინტუიცია განსაკუთრებით გააქტიურებულია და ესეც დაგეხმარებათ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და იგრძნოთ, რა არის თქვენთვის ხელსაყრელი და რა – არა.

გარდა ამისა, მეტალის თხის ენერგია ადამიანებში კატეგორიულობასა და სიჯიუტეს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. ამიტომ, ამ თვეში სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება შესაძლოა, გაგიჭირდეთ.

განსაკუთრებით, თუ ხარის, ვირთხის ან ძაღლის წელში დაიბადეთ, ამ თვის განმავლობაში ნაჩქარევ, იმპულსურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შესაძლოა, შედეგით იმაზე უკმაყოფილო აღმოჩნდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ. ამავდროულად, მომატებული ემოციური ფონიც ხელს შეგიშლით, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამიტომ, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. რაღაცები დაგეგმეთ, მოამზადეთ, თუმცა შემდეგ თვეში განახორციელეთ.

ივლისი საუკეთესო თვეა მოგზაურობის, ახალი პროექტების დაგეგეგმვისა და რაიმესთან საბოლოოდ დამშვიდობების კუთხით. როგორც აღვნიშნეთ, ამ თვეში უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ არსებულ ამოცანებსა და პროექტებს. საქმიანობის სფეროს შეცვლა, ახალი პროექტებისა და ვალდებულებების აღება წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხებზე უკვე იმუშავეთ და რაღაცები წინასწარ უკვე მოამზადეთ.

ასევე, ამ თვეში უძრავ ქონებასა და დიდ შესყიდვებში თანხა შეგიძლიათ, თავისუფლად ჩადოთ. შესანიშნავი დროა რემონტის დასაწყებად, სხვადასხვა ძვირად ღირებული ლითონებისა და ქვების საყიდლად. ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდება.

თუ ღორის, კურდღლის ან თხის წელში დაიბადეთ, მაშინ ამ თვეში შესაძლოა, ძალიან დიდი მოტივაცია და შემართება იგრძნოთ, რომ საკუთარი თავის განახლებული ვერსია შექმათ.

თვის განმავლობაში იდეებითა და ოცნებებით ვიქნებით სავსე და შესაძლოა, სწორედ ეს თვე აღმოჩნდეს მოტივაცია, რომ მომდევნო ეტაპებზე დავიწყოთ იმის გაკეთება, რაც სულ გვინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდით.

ივლისის თვის ენერგია ოჯახისადმი ყურადღების მიქცევაზე, არსებულ ურთიერთობებსა და ქორწინების განმტკიცებაზეა მიმართული. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ამ თვის განმავლობაში შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ელოდებით. თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, თქვენი კავშირი ბევრად უფრო ჰარმონიული და მრავალფეროვანი გახდეს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze