მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:42-დან 02:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა საკუთარ გრძნობებზე საუბრისას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, უცხოელებთან კონტაქტისა და უცხოეთში კაპიტალის დაბანდებისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.
მასალის გამოყენების პირობები