როგორი სექსუალური შესაძლებლობები დაგყვათ დაბადების მომენტში

0
367

ნებისმიერი ადამიანი გარშემო მყოფებზე შინაგანი სექსუალურობით ახდენს ზემოქმედებას. ეს გაუთვითცნობიერებლად ხდება. სექსუალურობა თანდაყოლილია და მას დაბადების წელი, თვე და რიცხვი განაპირობებს.

თუ გსურთ გაარკვიოთ, რამდენად სექსუალური ხართ, შეკრიბეთ თქვენი დაბადების წლის, თვისა და რიცხვის ციფრები და დაიყვანეთ ერთ რიცხვამდე ანუ 1-იდან 9-მდე. ასე მიიღებთ თქვენი ცხოვრებისეული გზის და სექსუალურობის მონაცემს. მაგალითად, თუ დაიბადეთ 15.03.1974, მაშინ 1+5=6, 0+3=3, 1+9+7+4=21=2+1=3, 6+3+3=12=1+2=3, ანუ, ამ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებისეული გზისა და სექსუალურობის რიცხვი არის 3.

– გამოირჩევიან საკუთარი თავის რწმენით. ბევრი ამ თვისებას სექსუალურობად მიიჩნევს. გარეგნობაც შესაბამისი აქვთ, ახასიათებთ გრაციოზულობა და მომაჯადოებელი გამოხედვა. თუმცა, საწოლში ეგოისტები არიან და ყურადღებას მხოლოდ აქეთ მოითხოვენ, იქით კი არაფერს გასცემენ. ასევე, თავად იჩენენ ინიციატივას და არ მოსწონთ, როცა მათ სექსუალურობაზე მიანიშნებენ ან აშკარად ეარშიყებიან. ზოგადად, მათთვის სექსი კიდევ ერთი საშუალებაა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

– ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სულის ერთობა, საერთო ინტერესები და ფსიქოლოგიური კომფორტი. თუ ყველაფერი ეს არ არის, მაშინ მათი სექსუალურობა ჩრდილში რჩება, ხოლო თუ ეს ყველაფერი მიიღეს, მაშინ შეუძლიათ, ლოგინში სასწაულები მოახდინონ. თუმცა, მათი სექსუალური შესაძლებლობები არასოდეს არის თვალში მოსახვედრი. თბილები არიან და სიფაქიზით ეკიდებიან საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს, უყვართ ალერსი.

– გახსნილები არიან და უყვართ სექსუალური ექსპერიმენტები. ხშირად იცვლიან პარტნიორს, რადგან გამუდმებით სურთ, გამოცადონ ახალი შეგრძნებები. არ განიცდიან თაყვანისმცემელთა ნაკლებობას. მიმზიდველები არიან, თუნდაც საუბრის დონეზე. ხშირად საკუთარი სექსუალურობის ტყვეები ხდებიან, რადგან გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობების აგება არ შეუძლიათ.

– მათთვის პირველ ადგილზე სამუშაოა, მეორეზე კი – სექსი. გარეგნულად სექსუალურობით არ გამოირჩევიან, თუმცა, მთელი არსებით ეშვებიან განცხრომაში და შეუძლიათ, მოსინჯონ არა მარტო ყველანაირი ინტიმური ურთიერთობა, არამედ უამრავი პარტნიორიც. თუ ერთხელ განიცდიან იმედგაცრუებას, კონსერვატიულები ხდებიან და სექსის დოზებს მკაცრად განსაზღვრავენ.

5 – გარეგნულად საოცრად სექსუალურები არიან და ამ საკითხში საქმითაც გამოირჩევიან. ინტიმური სიახლოვისგან ნამდვილ სიამოვნებას იღებენ. მათ თამამად შეგვიძლია, „სექს-გურმანები“ ვუწოდოთ.

6 – გარეგნულად სექსუალურები არიან და სიამოვნებით იყენებენ ამას. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ სექსით ცხოვრობენ. უბრალოდ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში ჰარმონიულობა სუფევდეს და თუ სასიყვარულო პარტნიორი მათ იმედებს არ გაუცრუებს, მაშინ საწოლში ნამდვილ ფეიერვერკს მიიღებენ. მაგრამ, თუ რაღაც მიზეზით ის არ მოეწონათ, მაშინ მას მაშინვე მოიცილებენ. არასოდეს ღალატობენ საყვარელ ადამიანს. მიაჩნიათ, რომ ეს მათ თავმოყვარეობასაც შელახავს.

7 – სექსუალურობით არ გამოირჩევიან. მათი მგრძნობიარე ეროგენული ზონა ტვინია. ამიტომაც მათთვის ვნება რაღაც სულ სხვაა. ისინი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ ტვინით აფასებენ და არა სხეულის ნაწილებით. გამოირჩევიან განსაკუთრებული ერთგულებით.

– მათ სექსუალურებს ვერ ვუწოდებთ. გარშემო მყოფების ყურადღებას ისინი თავიანთი სტატუსით, მატერიალური მდგომარეობით, ბიზნესის ნიჭითა და ფულის შოვნის უნარით იპყრობენ. თავადაც მხოლოდ ისეთი ადამიანები ხიბლავთ, ვისაც ძალაუფლება და ფული აქვთ. სექსუალურ პარტნიორებს წარმატებული ადამიანებისგან ირჩევენ. სექსი მათთვის მესამე ადგილას დგას – სამსახურისა და კაპიტალდაბანდების შემდეგ.

– იმდენად სექსუალურები არ არიან, რამდენადაც რომანტიკულები. მათთვის, მთავარია განწყობა, ანტურაჟი, სულიერი სიახლოვე პარტნიორთან და ჰარმონია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ, მოდუნდნენ და მიიღონ სიამოვნება ინტიმური სიახლოვისგან. მათთვის აუცილებელია, ადამიანს მიეჩვიონ და მთლიანად შეიგრძნონ ის. თუ მიხვდნენ, რომ პარტნიორი მასთან სულიერად ახლოს არის, მაშინ მას ერთგულებით დააჯილდოებენ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ