როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო ასანთის დახმარებით

0
192

როგორ შეიძლება გამოიცნოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო.

დაგჭირდებათ:

წყალი
ჭიქა
2 ცალი ასანთის ღერი 

სანამ შემოწმებას დაიწყებთ, დამშვიდდით, მოდუნდით და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, ვინმეს ენერგეტიკული ზეწოლის მსხვერპლი ხომ არ ხართ.
აიღეთ ასანთის ღერი, ვერტიკალურად დაიჭირეთ წყლიანი ჭიქის ზედაპირიდან 4-5 სმ-ის მოშორებით ჭიქის შუაგულში.
დახუჭეთ თვალები, დაუსვით საკუთარ თავს იგივე შეკითხვა და ასანთის ღერს ხელი გაუშვით. მიეცით საშუალება, ჩავარდეს წყლიან ჭიქაში.
მას შემდეგ, რაც წყალში ჩავარდნილი ასანთის ღერი შეწყვეტს ყოველგვარ მოძრაობას, იგივე გააკეთეთ ასანთის მეორე ღერით.
ასანთის ღერებს ექნებათ გარკვეული ადგილმდებარეობა ჭიქაში. საუბარია ძირითადად სამ ვერსიაზე, რომელთა საშუალებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო.

კარგის მანიშნებელია ასანთების ისეთი განლაგება, როდესაც ორი ასანთის ღერს ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ენერგია თავისუფალია ყველანაირი ზეწოლისაგან.

თუ ორი ასანთის ღერი უმნიშვნელოდ ეხება ერთმანეთს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ არაპროფესიონალის ენერგეტიკის მსხვერპლი ან უბრალოდ თვალი გეცათ შემთხვევით, ეს შესაძლოა მომხდარიყო ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ტრანსპორტში ან სადმე სხვაგან.

ხოლო თუ ორი ასანთის ღერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, თქვენ ხართ მიზანმიმართული ჯადოს მსხვერპლი. ასანთის ღერების ურთიერთშეხების ადგილი განსაზღვრავს ენერგეტიკულ ცენტრს, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის ზეწოლას.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ