როგორ უნდა გახდეთ ენერგეტიკულად დაცული და იღბლიანი

0
570

ცხოვრებაში არსებობს დაღმავალი, ანუ კარმული ჩავარდნის ეტაპები. ამ დროს იმატებს უიღბლობა და წარუმატებლობა. კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და შესაბამისად, ადვილად ხვდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ამიტომ, ამ დროს დამცავად, თილისმის სახით, უნდა ატაროთ დაბადების ზოდიაქოს შესაბამისი ასტროლოგიური ქვა.

ავი თვალისგან დასაცავად ან ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად, თილისმად შეგიძლიათ აირჩიოთ ძვირფასი ლითონის ან ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ კვირის რომელ დღეს რომელი ასტროლოგიური ქვა შეესაბამება და რომელი მათგანის ტარება მოგიტანთ წარმატებასა და სიკეთეს.

ორშაბათი – ამ დღეს ბედნიერებისა და წარმატების მომტანია უფერო, გამჭვირვალე ქვები, ლურჯი და ცისფერი ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. უმჯობესია, ატაროთ საფირონისთვლიანი ბეჭედი.

სამშაბათი – ასტროლოგიური ქვებიდან უპირატესობა ოპალსა და იასპს მიანიჭეთ.

ოთხშაბათი – კარგია მარჯნის ქვა, ასევე, ნაცრისფერი ქალცედონი, მწვანე ძოწი, სარდონიქსი. ეს მოგიტანთ წარმატებას და ჯანმრთელობაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.

ხუთშაბათი – უნდა ატაროთ ტოპაზი ან ამეთვისტო.

პარასკევი – წარმატებებს გპირდებათ: ქრიზოლითი, აქატი, ნებისმიერი მწვანე ან ღია ფერის ქვა.

შაბათი – ატარეთ მწვანე ქრიზოპრაზი ან იაგუნდი. ეს აგარიდებთ ცუდ სიტუაციებს და ნერვულ სისტემაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.

კვირა – თილისმად უნდა ატაროთ ლალი ან ქარვა.

ფულის სწორად შენახვა-გადანაწილება კი, დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის დაგეგმვაში.

ფულს უყვარს, როცა ლამაზ საფულეში ინახავენ და უფრთხილდებიან. ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ ილტვის, ვისაც უყვარს, ვინც მისი ფასი იცის, სწორად და სუფთად ინახავს. თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ უფულობაზე ან ტრაბახობთ, რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ. ფულს უყვარს, როცა მას თავისი ადგილი აქვს. ამიტომ, შეარჩიეთ ლამაზი საფულე, ახალ მთვარეზე კი ამოიღეთ იქიდან ფული და დაანახვეთ მთვარეს – ამით მას უფრო მეტად მოიზიდავთ.

თუ ფინანსებთან ერთად, პირად ცხოვრებაშიც წარუმატებელი ხართ, მაშინ თავად უნდა იზრუნოთ მის გამოსწორებაზე და ისე მოიქცეთ, რომ ამ ორივეს – მატერიალურისა და სიყვარულის – ენერგეტიკა გააძლიეროთ. წარმატებული რომ იყოთ, სიყვარულშიც გაგიმართლოთ და შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შემდეგი წესები უნდა გაითვალისწინოთ:

👉საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული;

👉ვისაც სიყვარულში პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა გაააქტიუროს და გააძლიეროს სიყვარულის ენერგიის შემოდინება სახლში – ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა ყოველთვის სუფთა იყოს.

👉ფული მსხვილი კუპიურებით შეინახეთ. გამოყავით სპეციალური თანხა და არასდროს დახარჯოთ. პირიქით, მიამატეთ და გააბევრეთ.

👉ფულს უყვარს თავისი ადგილი. ეცადეთ, სულ ერთსა და იმავე ადგილას გედოთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ