„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ – ნახეთ, თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში

0
272

მწვანე ხის დრაკონი არაერთ ადამიანს წარმატებასა და აღიარებას ჰპირდება. მისთვის ერთგულება, შრომისმოყვარეობა და სიმტკიცე ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია და ამიტომაც, თუკი რაიმეს წამოწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გინდოდათ და წინა წლებში ვერ ბედავდით, ახლა დროა, ყველა მასშტაბური გეგმა და სურვილი განახორციელოთ.

ვირთხა

დაბადების წელი: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020

2024 წელი ვირთხის წელში დაბადებული ადამიანებისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული პერიოდი იქნება. წარმატებასა და პროგრესს ყველა მიმართულებით იგრძნობთ – იქნება ეს საქმიანი, თუ პირადი ურთიერთობები. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, “ბედნიერი ცხოვრების ოქროს ბილეთს” შურიანი ადამიანები ვერ შეეგუონ და თქვენ წინააღმდეგ შეთქმულება და ინტრიგები ააგორონ. ნუ ინერვიულებთ, სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც თქვენ გინდათ და არა – სხვას. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. წინ საინტერესო და არაერთი შესაძლებლობით სავსე პერიოდია!

მაიმუნი

დაბადების წელი: 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მაიმუნი ყველაზე მხიარული, სხარტი და გამჭრიახი ნიშანია. 2024 წელს მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებს კარიერული ზრდა, ურთიერთობებში ახალი საფეხური, მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა, დიდი სიხარული, ფინანსური კეთილდღეობა და ბედნიერება ელის. ეს წელი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ოცნების საქმეს მიაგნოთ, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ. სიყვარულში გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანებს, საბოლოოდ თქვათ უარი წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებზე და დრო მხოლოდ სიახლეებს დაუთმოთ.

ვეფხვი

დაბადების წელი: 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წელს დიდი ფინანსური წარმატება გელით, რაც შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად მოხდეს. თამამად დაისახეთ მასშტაბური გეგმები. 2024 წლის მთავარი სიმბოლო დაგეხმარებათ, რომ თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა სრულად დაფასდეს და მიაღწიოთ იმას, რაზეც ოცნებობდით. ეს წელი თქვენთვის ოცნებებისა და მიზნების განხორციელების პერიოდია. იყავით უშიშარი და შრომისმოყვარე. ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ!

წყარო: ბომონდი

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ