ვის გაუმართლებს ამ კვირაში და ვინ უნდა იყოს ფრთხილად

კვირის ჰოროსკოპი — ვის გაუმართლებს და ვინ უნდა იყოს ფრთხილად | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

კარგი დროა ახალი საქმეებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და მოგზაურობისთვის. სასიყვარულო ფრონტზე კი, სურვილის მიუხედავად, დიდი ცვლილებების განხორციელებას ვერ შეძლებთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

კურო ♉

- Advertisement -
Ad imageAd image

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძველ საქმიან პარტნიორებს მიმართეთ დახმარებისათვის. იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, ეცადეთ მეტად ყურადღებიანი იყოთ. ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არაა.

ტყუპები ♊

ადვილად გაართმევთ თავს ძველი საქმეების დასრულებას და შესაძლოა კარგი გასამრჯელოც აიღოთ. სამსახურში პრობლემების გაჩენისას დაფიქრდით იმაზე, თუ რისი შეცვლაა აუცილებელი. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არაფერი დაკარგოთ.

კირჩხიბი ♋

ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, მოგზაურობებსა და შეხვედრებს. რთული პერიოდია როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისათვის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ხშირად დაისვენეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ლომი ♌

საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ხელმძღვანელი პირების მოწონებას დაიმსახურებს. გაზრდილი მომხიბვლელობა ბევრ ახალ თაყვანისმცემელს შეგძენთ. ზედმეტად ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად დროულად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.

ქალწული ♍

კარგი დროა პროფესიის ან სამსახურის შეცვლისათვის, რაც ერთდროულად ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და კარიერულ ზრდასაც უზრუნველყოფს. ახალი ურთიერთობის გამო მზად იქნებით გაწყვიტოთ ძველი კავშირი. კარგი დროა, უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობებისათვის.

სასწორი ♎

ჩანაფიქრების განხორციელების დროა. ადვილად გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს. კარგი დროა იმიჯის დასახვეწადაც. დადებითი ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე.

მორიელი ♏

თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა დაქვეითებულია, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის არც პროფესიონალურ საქმიანობას და არც მიზნის მიღწევას. საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრები ყოველმხრივ გვერდში დაგიდგებიან.

მშვილდოსანი ♐

აქტიური მუშაობის, შეხვედრებისა და საინტერესო კავშირების დამყარების პერიოდია. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მისი მოვლა იდილიურ სასიყვარულო ატმოსფეროს შექმნის. შორეული მოგზაურობა კი სჯობს დროებით გადადოთ.

თხის რქა ♑

არახელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად. მეუღლესთან ან ბავშვებთან მიმართებაში ნუ გაამწვავებთ ურთიერთდამოკიდებულებას და ნუ შექმნით დამატებით პრობლემებს. გადაადგილებები და მოგზაურობები მინიმუმამდე შეამცირეთ.

მერწყული ♒

თამამად განახორციელეთ ძველი ჩანაფიქრები. გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლო ნათესავებთან. მოგზაურობამ, შესაძლოა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე და ახალი მიზნებისკენ გიბიძგოთ.

თევზები ♓

მთავარ საზრუნავს ფინანსური საკითხები და შემოსავლის გაზრდა წარმოადგენს. საყვარელ ადამიანთან უთანხმოებას დიდ ხანს ნუ გააგრძელებთ. სიამოვნებას მოგიტანთ იმიჯის ცვლილება და ვარჯიში. დადებითად ჩაივლის ახლო მოგზაურობა.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). ვის გაუმართლებს ამ კვირაში და ვინ უნდა იყოს ფრთხილად. 5 თებერვალი, 2024. https://shenihoroskopi.ge/ვის-გაუმართლებს-ამ-კვირა/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ვის გაუმართლებს ამ კვირაში და ვინ უნდა იყოს ფრთხილად [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network