ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთაც ძალიან უჭირთ თქვან: „მიყვარხარ“

0
18
ასტროლოგია

ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის გრძნობების გამოხატვა, საერთოდ, საკმაოდ რთულია, მაგრამ არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც ეს დიდი პრობლემაა. არა, მათი გული ყინულივით ცივი კი არ არის, არამედ მიუწვდომელია, როგორც მდიდრული სასახლე, რომელიც მაღალი, ეკლიანი კედლებითაა გარშემორტყმული.

ფაქტია, რომ ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყველაფერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ცხოვრების რომანტიკულ სფეროს ეხება. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს არ სურთ დაუშვან შეცდომა და არასწორად აირჩიონ ცხოვრების მეგზური. როგორც ასტროლოგები აცხადებენ, განსაკუთრებით ზოდიაქოს 6 ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ თქვან „მიყვარხარ“. მათ შორის სასწორი მე-6 ადგილს იკავებს.

მე-6 ადგილი – სასწორი

სასწორი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც დიდხანს ფიქრობს და ყველა დადებით და უარყოფით მხარეს დიდი ხნის განმავლობაში აწონ-დაწონის. გარდა ამისა, ეს არის ნიშანი, რომლისთვისაც რთულია გადაწყვეტილების მიღება. იგი დიდხანს იკავებს თავს, რათა სწორად შეძლოს საკუთარ გრძნობებში გარკვევა, ცდილობს, თავის გულს მოუსმინოს. ეს არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ იგი მხოლოდ თვითდაკვირვების შემდეგ იქნება მზად ხმამაღლა უთხრას სანუკვარი სიტყვები სასურველ ადამიანს და არ ეშინოდეს, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვას.

მე-5 ადგილი – მშვილდოსანი

მშვილდოსანს შეუძლია ადვილად შეიყვაროს, ამისათვის მან უბრალოდ მზრუნველობა უნდა იგრძნოს მეორე ადამიანის მხრიდან, რის შემდეგაც მის ქვეცნობიერ იდეალიზაციას იწყებს. პრობლემა ის არის, რომ მშვილდოსნებს საერთოდ არ შეუძლიათ ადამიანში უარყოფითი თვისებების შემჩნევა. უფრო სწორად, ისინი მზად არ არიან დაიჯერონ, რომ რომელიმე უარყოფითი თვისება შეიძლება თანდაყოლილი იყოს ამა თუ იმ ადამიანში. ისინი ყოველთვის მზად იქნებიან, ამ ადამიანის ნებისმიერი გადაცდომა გაამართლონ ფრაზით: „მან ეს განზრახ არ გააკეთა“ ან „უბრალოდ, არ იცოდა, მაგრამ ახლა ყველაფერს მიხვდა“. ამიტომ მშვილდოსანი, როგორც წესი, არ ცდილობს დაუყოვნებლივ განაცხადოს თავისი გრძნობების შესახებ, რადგან ეშინია არჩეულ ადამიანში არ შეცდეს და სიჩქარით შეცდომა არ დაუშვას.

მე-4 ადგილი – მორიელი

მორიელი, მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, ამ საკითხს მარტივად ნამდვილად ვერ აგვარებს. იგი შეიძლება მკაცრად გამოიყურებოდეს და ნამდვილად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ შინაგანად სრულიად დაუცველია და არ სურს, ამ მხრივ ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს. ამიტომ მორიელები დიდხანს ცდილობენ გაერკვნენ იმ ადამიანში, რომელმაც მათი ყურადღება მიიპყრო, გაეცნოს მის გარემოცვას და ცხოვრების წესს, სანამ გულახდილი იქნება მასთან და თავის გრძნობას გაუმხელს, რათა მოგვიანებით არ ინანოს.

მე – 3 ადგილი – მერწყული

მერწყულები საკუთარ უნიკალურ სამყაროში ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, არ სურთ, ვიღაცამ თავხედურად გაანადგუროს ის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცხოვრონ ისე, როგორც მიჩვეულები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე დეპრესიაში ჩავარდებიან. ამიტომ ეძებენ ურთიერთობისთვის ადამიანს, რომელიც არა მარტო პატივს სცემს მათ მყიფე სამყაროს, არამედ მზად იქნება, მხარი დაუჭიროს მას. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არანაირ რეფორმას არ განახორციელებს. და მხოლოდ მაშინ, როცა მერწყული ბოლომდე დარწმუნდება ამ ადამიანში, არა მხოლოდ მისი სიტყვებით, არამედ  ქმედებითაც, შეძლებს მშვიდად გაუმჟღავნოს მას საკუთარი გრძნობები.

მე-2 ადგილი  – ქალწული

ქალწულები საშინელი პერფექციონისტები არიან. ურთიერთობებშიც კი სურთ ყველაფრის იდეალურამდე მიყვანა (საკუთარი გაგებით), მაგრამ თუ მათ ამის გაკეთება სხვა ადამიანთან ერთად შეუძლიათ, ეს არაფერს ნიშნავს. სანამ ამ ადამიანთან ურთიერთობას დაიჯერებს, ქალწული მას იდეალური ურთიერთობისთვის ერთობლივი სწრაფვის ყველაზე რეალურ გამოცდას ჩაუტარებს. და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახავს და დარწმუნდება, რომ ეს ადამიანი მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ მისწრაფებას და, უფრო მეტიც, მზად არის შთაგონებისა და იმისთვის, რომ იგი თავის იდეალად აქციოს, ქალწული შეძლებს, შვებით ამოისუნთქოს და თქვას: „მიყვარხარ“.

1-ლი ადგილი – თხის რქა

თხის რქა ყველაზე პრაგმატული და თავისუფლების მოყვარე ნიშანია. იგი არავითარ შემთხვევაში არ გაწირავს სიცოცხლეს ურთიერთობების გულისთვის – მას ძალიან ბევრი გეგმა აქვს. თხის რქას არ სურს სხვისი ბრძანებით ცხოვრება, ურჩევნია წყნარ, მშვიდ მარტოობაში ყოფნა, რომელიც ძალიან უყვარს და იცის, როგორ დააფასოს, მაგრამ როდესაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც არ ცდილობს მასზე გავლენა მოახდინოს, თხის რქა მზად იქნება, უფრო ახლოს დააკვირდეს მას. თხის რქამ უნდა გაარკვიოს ყველაფერი ამ ადამიანის შესახებ, შეისწავლოს მისი გარემო, გულდასმით გააანალიზოს, შეადგინოს მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და, საერთოდ, ყველა წვრილმანი უნდა გაიგოს მის შესახებ. ზოდიაქოს ამ ნიშანს ქმედებებით და არა სიტყვებით უნდა დარწმუნდეს, რისთვის არის ეს ადამიანი მზად მისი გულისთვის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თხის რქა გამოთვლის და დაგეგმავს შესაძლო ურთიერთობას ამ ადამიანთან, სულ ცოტა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, შეძლებს რომ დარწმუნებით თქვას საჭირო სიტყვები.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze