თუ ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ…

თუ ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ… | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
4 წუთიანი წაკითხვა

ახალი ცხოვრება რომ დაიწყოთ, ჯერ ძველი უნდა დაამთავროთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რადგან ვერაფერი ახალი ვერ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თუ მისთვის ადგილი არ არის. ანუ, ძველი უნდა გადააგდოთ და ახლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

საკუთარი „ახალი” თავის შექმნა ყველაფრის გაუქმებით უნდა დაიწყოთ, არა მიზნის ძიებითა და საკუთარი თავის ხუთი წლის შემდეგ დანახვით, არა მისიასა და დანიშნულებაზე კითხვებით, არამედ ძველი — ფიზიკური, ენერგეტიკული და მენტალური ცხოვრებიდან ყველაფრის „გადაყრით”.

ცხოვრების დალაგება სამივე განზომილებაში უნდა დაიწყოთ: წარსულში, აწმყოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომავალშიც, რომელიც თქვენი წარმოდგენებით უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ისიც უნდა გაიწმინდოს!

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დაიწყეთ „გაწმენდა” აწმყოდან, რომელიც წარსულსაც ასუფთავებს და მომავლის დანაგვიანებისგანაც გიხსნით.

- Advertisement -
Ad imageAd image

პირველ რიგში გადაყარეთ ნაგავი. და რა არის ნაგავი? ყველაფერი, რასაც არ იყენებთ. მაგალითად, რაც ერთი წლის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, ყველაფერი უნდა გასცეთ ან გადააგდოთ: ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ, არაფრისმთქმელი სუვენირები, გამოუსადეგარი ან დაძველებული ჭურჭელი, ტექნიკა. ოღონდ გადააგდეთ მაშინვე, ნუ გადადებთ!

რაც უფრო მეტს გადაყრით, მით უკეთესი. გახსოვდეთ, რომ თითოეული ნივთი თქვენი ენერგიის ნაწილია. მათ ყურადღებით შეხედეთ და მხოლოდ ის დაიტოვეთ, რომელიც ნამდვილად დაგჭირდებათ და გაგახარებთ. ნივთის გადაგდებისას დასვით კითხვა: „მინდა ამ ენერგიის დატოვება თუ უკეთესია მის ადგილზე სხვა ენერგია მოვიდეს?”

დაიმახსოვრეთ: ჭიქა თუ სავსეა, მას ვეღარაფერს დაუმატებთ! ამიტომ თვითონ აცარიელებთ ჭიქას. რამდენსაც გადაღვრით, იმდენით შეივსება. თუ იძუნწებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ დიდი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში ვერ შემოვა.

ეს ეხება არა მარტო თქვენს სახლს, არამედ სამუშაო ადგილს, აგარაკს, მანქანას…

ნაგვის გადაყრა ყველაზე ადვილია. ახლა დროა ფაილები გადაყაროთ! რამდენ ხანს ატარებთ კომპიუტერთან და ქსელში? ესეც თქვენი სივრცეა, ვირტუალური, მაგრამ მაინც, ისიც თქვენი ენერგიის ნაწილია.

- Advertisement -
Ad imageAd image

მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერი კომპიუტერში შევინახოთ. პრინციპი აქაც იგივეა: გაწმენდა — ენერგიის გამოთავისუფლებაა. მაგალითად, რატომ უნდა შეინახოთ ფილმი, რომელიც არ მოგეწონათ? რაში გჭირდებათ ძველი ფაილები, რომლებიც აღარაფერში გამოგადგებათ?

READ  რატომ არ შეიძლება ძველი ტანსაცმლის გაცემა თუნდაც უპოვარ ადამიანებზე

გაითვალისწინეთ, რომ ეს ეხება სოციალურ ქსელებსაც, ბლოგებს, საიტებს…

ყველაფერს აწესრიგებთ და თავის ადგილს უჩენთ. წესრიგი საქმეების კარგი და ეფექტური ფუნქციონირების საწინდარია. ცხოვრებას სხვა სიჩქარეზე ვერ გადაიყვანთ, თუ თქვენს სამუშაო მაგიდაზე ან ბინაში ქაოსია.

ძალზე მნიშვნელოვანია: გაფილტრეთ მიღებული ინფორმაცია. წესრიგი და გაწმენდა შემოსულ ინფორმაციასაც სჭირდება. გაგიგიათ ინფორმაციული ინტოქსიკაცია? ეს გავრცელებული სენია, რომლითაც ჩვენს ეპოქაში ბევრი ადამიანია დაავადებული. ისინი ქსელში ყველაფერს კითხულობენ, უსასრულოდ აქვეყნებენ დიდი ადამიანების გამონათქვამებს და ამით საკუთარი სულის ხმის მოსმენის უნარი მთლიანად გადაგვარებული აქვთ.

ინფორმაციას დაგროვების უნარი აქვს, ის თქვენი ქვეცნობიერიდან არსად მიდის. ამიტომ კარგად უნდა გაფილტროთ, მიიღოთ მხოლოდ ის, რაც ფასეულია და მაშინვე მისი რეალიზება დაიწყოთ. მხოლოდ მაშინ სწავლობთ და ვითარდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაცია მძლავრ საინფორმაციო „ხმაურს” ქმნის.

რეკომენდებულია გაწმინდოთ: ქსელში მეგობართა სია, ამოშალეთ ან დამალეთ ის მეგობრები, რომლებიც გთრგუნავენ, მათი ამბები გაღიზიანებთ. გაწმინდეთ თქვენი კედელი, გაარკვიეთ ის ბლოგები და ვებ-გვერდები, რომელთა კითხვასაც აპირებთ.

ან დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები, ან გააუქმეთ, გადაიფიქრეთ მათი გაკეთება. შინაგანად უნდა იგრძნოთ, რომ ყველა საქმე დასრულებული გაქვთ, ასე ვთქვათ, „კუდები” არ მოგყვებათ.

ამრიგად, აწმყოს დალაგება ორ ძირითად მომენტს შეიცავს — ხარახურის გადაყრა ყველა დონეზე და საქმეების, მათ შორის, საინფორმაციო ნაკადის მოწესრიგება.

საკუთარი არხები ისე მოაწყვეთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ და ისიც — ზომიერად. ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი სამყარო.

ახალი საკუთარი თავის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გაიაზრებთ, რომ ძველი გამოცდილება ამაში ვერ დაგეხმარებათ და თქვენი მრჩეველი ვერ იქნება.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

READ  ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველას აღიზიანებენ

შენი ჰოროსკოპი. (2024). თუ ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ…. 20 ივნისი, 2024. https://shenihoroskopi.ge/თუ-ახალი-ცხოვრების-დაწყე/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. თუ ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ… [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%94/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.