მარტის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის

0
76
#post_seo_title
11 მარტს იუპიტერი – დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება – პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს დაელოდეთ ან – ოფიციალურ ქორწინებას. ან შეიძლება გავლენიან პარტნიორებთან მოგიწიოთ მუშაობამ. თუ აქამდე უმუშევარი იყავით, რაღაც მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა მუშაობის დაწყება, ახლა საბოლოოდ გააფორმებთ ხელშეკრულებას. დიდ პროექტზე მოგიწევთ მუშაობა ან საერთაშორისოზე.
♑️ 13 მარტს მარსი შეერთებაშია მთვარის კარმულ კვანძთან – გაიხსენეთ რა ხდებოდა 2007 წელს, შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს ახლაც. მიაქციეთ ყურადღება თქვენს განვითარებას, შეიძლება ახლა დაიწყოთ რაღაცის სწავლა, ბიზნესი დაიწყოთ ან გააფორმოთ ხელშეკრულება, რაც მომავალში წინსვლას მოგიტანთ. თუმცა, მოერიდეთ იმ საქმის აკიდებას, რაც თქვენს ძალებს აღემატება, ნუ აიკიდებთ ზედმეტ ტვირთს.
♑️ 14 მარტს მარსი დაპირისპირებაშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – ფრთხილად, თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გააზრებული და თითოეული ნათქვამი – დაფიქრებული. არავის გაუმხილოთ თქვენი გეგმა, ნურც სხვა ადამიანს ენდობით.
♑️ 15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – იქნება შეხვედრები და საუბრები, მაგრამ ფრთხილად, მოერიდეთ აგრესიულობას და ამასთან, სასურველია, პარტნიორმა გაიგოს რასაც ეუბნებით, მერკური ჯერ ისევ რეტროგრადულია და გონება დაბინდულია. იყავით დიპლომატიური, ადამიანს ნუ მიახლით უხეშად სათქმელს. ამასთან, თუ საჩქარო არაა, ნურაფერს იტყვით ან გააკეთებთ.
♑️ 16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – ისევ საუბარი და ისევ ცდუნება, გაურკვევლობა. ისევ ადრე ნათქვამს უნდა მიუბრუნდეთ, შეიძლება დღესვე ვერ გამოსწოროთ სიტუცია, მაგრამ ცოტას გაარკვევთ, ცოტა მერე კიდევ იქნება ასეთი ასპექტი და მერე უფრო გაირკვევა ყველაფერი. ნუ აჰყვებით ჭორებს, მოერიდეთ ისეთი რამის თქმას, რაც ცუდად გამოგაჩენთ პარტნიორის თვალში. არაფერი შეიძინოთ და თუ აუცილებელი არაა, არ გააფორმოთ საბუთები.
♑️ 19 მარტს, 05:23-ზე ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – ახალ ინფორმაციას, ცოდნას მიიღებთ. შეიძლება დაგეგმოთ მგზავრობა, ახალი გაჯეტების შეძენა, მაგრამ შეიძინეთ 25 მარტის შემდეგ. შეიძლება ახალი მეგობარი გაიჩინოთ. გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის.
♑️ 20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეების შესრულებას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. უფრო მეტად იყავით სახლში და იზრუნეთ ოჯახის წევრებზე.
♑️ 21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – 2-3 დღის შემდეგ ყველაფერი უფრო იოლად მოაგვარდება, მოლაპარაკებები იოლად წარიმართება, შეხვედრები აღარ გადაიდება. მიაქციეთ ყურადღება სწავლას, გადადგილებას, გაჯეტების შეძენას, ახალი ბიზნესის დაწყებას ან ხელშეკრულებების გაფორმებას.
♑️ 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – მოგინებათ ოჯახური მყუდროება, სიმშვიდე. ზოგიერთი გაარკვევთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს დ აღარ იქნება ბუნდოვანება.
♑️ 25 მარტს მზე თქვენს მმართველ სატურნთან შეერთებაშია – მეტი დრო, პასუხისმგებლობა და მზურუნველობა უნდა გამოავლინოთ სახლის, ოჯახის წევრების მიმართ. შეიძლება საკუთარ თავზე აიღოთ ზედმეტი ვალდებულება.
♑️ 30 მარტს ვენერა კუროში გადავა 24 აპრილამდე – ამ დღიდან მოიმატებს რომანტიკულობა, ჰარმონიულობა თქვენს საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს გელოდება ნაცნობობა და ფლირტი. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ და ზოგიც გადაწყვეტთ შვილის გაჩენას. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების გნასახორციელებლად, კულტურულ და სადღესასაულო ღონისძიებებზე დასასწრებად.  
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნები