რაზე მეტყველებს აწითლებული ლოყები

აწითლებული ლოყები — რას ნიშნავს ხალხური რწმენით | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი – არა.

ქვემოთ იმ ცრურწმენებსა და მინიშნებებს გაგაცნობთ, რომლებიც ადამიანის ლოყების აწითლებას უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.

ძველად ამბობდნენ, თუ ადამიანს ლოყები უხურს, ვიღაც ახსენებსო. მაგრამ მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი ლოყა იყო წითელი – მარჯვენა, მარცხენა თუ ორივე ერთად.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იმის შესატყობად, როგორ კონტექსტში ახსენებდნენ ადამიანს, ჩვენი წინაპრები, თურმე, ოქროს ბეჭედს იყენებდნენ. გაისმევდნენ ავარვარებულ ლოყაზე და თუ ბეჭედი მუქ კვალს დატოვებდა, ესე იგი, ვიღაც აგინებდა, ან შურდა; წითელი კვალი ნეიტრალური შინაარსის ლაპარაკის ნიშანი იყო, ანუ არც აქებდნენ და არც აძაგებდნენ; ხოლო თეთრი კვალი იმაზე მიანიშნებდა, რომ ვიღაც კარგს ამბობდა, აქებდა ადამიანს.

- Advertisement -
Ad imageAd image

გარდა ამისა, მიშვნელობა ჰქონია იმასაც, თუ კვირის რომელ დღეებში ხურდა ლოყები.

მაგალითად, აწითლებული ლოყები:

ორშაბათს — ახალ ნაცნობობას მოასწავებდა;

სამშაბათს — საყვარელ ადამიანთან ჩხუბს;

ოთხშაბათს — პაემანს ან სხვა საინტერესო დროსტარებას;

- Advertisement -
Ad imageAd image

ხუთშაბათს — სურვილის ასრულებას;

პარასკევს — ახალ ამბავს;

შაბათს — შეხვედრას;

კვირას — სასიამოვნო მოულოდნელობას.

თუ ლოყებთან ერთად ყურებიც უხურდა ადამიანს, ეს იმაზე მეტყველებდა, რომ მასზე აქტიურად მსჯელობდნენ – არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე კაცი ერთდროულად.

გარდა ამისა, ძველებს სწამდათ, რომ ცალ-ცალკე ლოყების გაწითლებასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.

მარცხენა ლოყის მხურვალება ზურგს უკან მოწყობილი ინტრიგების, შურისა და მოსალოდნელი ღალატის ნიშნად მიაჩნდათ; ხოლო მარჯვენა ლოყისა — კარგის ნიშანი იყო, შეყვარებული გახსენებს და ენატრებიო, ეტყოდნენ ხოლმე მარჯვენა ლოყააწითლებულს.

ასეთია ის ხალხური ცრურწმენები და მინიშნებები, რომლებიც წინაპრებმა ლოყების გაწითლებაზე დაკვირვებით შეადგინეს. ირწმუნებთ თუ არა მათ, ეს უკვე თქვენი საქმეა.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). რაზე მეტყველებს აწითლებული ლოყები. 26 თებერვალი, 2024. https://shenihoroskopi.ge/რაზე-მეტყველებს-აწითლებუ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. რაზე მეტყველებს აწითლებული ლოყები [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network