რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად

რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
5 წუთიანი წაკითხვა

შავი მაგიის გავლენა რომ მძიმე შედეგებით მთავრდება მსხვერპლისთვის, ცნობილია, მაგრამ მასზე დამაზიანებელი მაგიის არაპირდაპირი გავლენა, გვერდითი ეფექტებია, რომელსაც თავად „მოჯადოებულიც“ კი ვერ ამჩნევს… და ასე, „შემთხვევით“ ინადგურებს თავს და კარგავს ყველაფერს, რაც კი ძვირფასია. როგორ ურევს ტვინს მსხვერპლს ჯადოქარი, რათა „მაგიური კვალი“ წინასწარვე წაშალოს, რა პრობლემებს უქმნის „მოჯადოებულს“ ჯადოს გვერდითი ეფექტები და როგორ უნდა შეებრძოლოთ ამ ყველაფერს, განმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი რამაზ პ.

– გარდა პირდაპირი ზიანისა, რასაც ჯადო, წყევლა, გათვალვა და სხვა ნეგატიური ზემოქმედება აყენებს ადამიანს, არის ასევე, არაპირდაპირი გავლენაც, გვერდითი ეფექტები, რომელსაც თავად „მოჯადოებული“ ვერც კი ამჩნევს. არადა, სწორედ ისაა მთავარი ბოროტება, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. გვერდითი ეფექტები დროში გაწელილ, ხანგრძლივ სასჯელს ჰგავს, როდესაც, თითქოს შემთხვევით, ანადგურებთ საკუთარ თავსა და ბედნიერებას – ართმევთ რა მას ბედის ყველა საჩუქარსა თუ ნათელ მომენტს, მიჰყვებით გზას, რომელიც თქვენი არ არის და კარგავთ ყველაფერს, რაც თქვენთვის ძვირფასია. ჯადოს გაკეთებამდე ჯადოქარი ქმნის „ბურუსს“ და ადამიანს ტვინს ისე ურევს, რომ უარყოფითი ზემოქმედება ვეღარ გააცნობიეროს. ამ გზით ის წინასწარ შლის „მაგიურ კვალს“, რათა მსხვერპლმა ჯადო ვერ მოიშოროს და „სამაგიერო“ არ დაუბრუნოს.

– რა პრობლემების სახით ვლინდება ეს ადამიანის ცხოვრებაში?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

– ის მოიცავს თითქმის ყველაფერს. ერთმანეთისგან ვეღარ განასხვავებთ კარგსა და ცუდს, მავნესა და სასარგებლოს. მაგალითად, პროფესიული წინსვლისთვის გადიხართ ტრენინგებს, კურსებს, დაუსწრებლად ამთავრებთ კოლეჯსაც კი, მაგრამ მიღებულ ცოდნას სარგებელი არ მოაქვს, რადგან არ გჭირდებათ… და ასე შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. ამ დროს, რაც გჭირდებათ, იქვეა, ხელის გაწვდენაზე, თქვენ კი ფიქრობთ, რომ ეს ის არ არის – „ბრმა წერტილია“ ის თქვენთვის… ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს: იყიდით პროდუქტს, რომელიც კარგი კი არა საზიანოა თქვენთვის; სამოსი – გალამაზების ნაცვლად, გაუშნოებთ; მკურნალობაც ყოველთვის არასწორი და არაეფექტურია. თუ ადრე კარგი ადამიანების გარემოცვაში იყავით, ახლა ის ტოქსიკურია. თანამოაზრენი კი, გვერდით ისე ჩაგივლიან, ვერც კი ამჩნევთ. სწორედ ასეთი ხრიკებით ახერხებენ მაგები მსხვერპლის ყურადღების გადატანას: საკუთარ გზას ვეღარ ხედავთ, არეული დაიარებით და აგროვებთ ყველანაირ ნაგავს.

- Advertisement -
Ad imageAd image

– რა განსაკუთრებული ჩამკეტი აქვს ასეთ ჯადოს?

– შავი მაგია განსაკუთრებულ „ჩამკეტ შესაკრავებს“ იყენებს, რაც პრობლემის დანახვაში გიშლით ხელს. მაშინაც კი, თუ მიხვდით, რომ მაგიის გავლენის ქვეშ ხართ და თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არის, მაინც ვერ შეძლებთ გაიგოთ, რა გაგიფუჭეს და კონკრეტულად რაზე გაქვთ ჯადო გაკეთებული. თავადაც რომ მიმართოთ მაგს, პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებთ, რადგან ჯადოქრები მუშაობენ მხოლოდ თქვენი მოთხოვნისამებრ. შესაბამისად, მოხსნიან იმას, რასაც მოითხოვთ, არსებული პრობლემა კი დარჩება. სწორედ ეს ჩამკეტებია, რომ უზრუნველყოფს ჯადოსნურ ეფექტს და იმავდროულად, გიმალავთ პრობლემის არსს: თქვენ ვერ „ხედავთ” მას. მაგალითად: ქმარმა მიგატოვათ, მის დასაბრუნებლად მიმართეთ მაგს. დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრება მაინც არ აგეწყოთ, მხოლოდ იტანჯებით. აქ უკვე პრობლემა თქვენშია. შესაძლოა, ჯადო თქვენს სილამაზეზეა გაკეთებული, ანდა გული გაგიცივეს, ენერგია მოგპარეს – ქმარი ბრუნდება, მაგრამ თქვენ ეზიზღებით. ცივი, გულგრილი, ცარიელი ხართ, არავინ და არაფერი გიყვართ, ყველაფერი მოგპარეს – ამ დროს ქმრის ოჯახში დაბრუნება მხოლოდ აუარესებს თქვენს მდგომარეობას, რადგან სულ ჩხუბობთ და დარჩენილ ენერგიას ამაზე ხარჯავთ.

– მაინც რა ძალაა შავ მაგიაში?

– საშინელი – მუშაობს შეუმჩნევლად, თანდათანობით, წვეთ-წვეთად, დღითი დღე. ამიტომ, დიდხანს ვერ ხვდებით, რატომ გენგრევათ ირგვლივ ყველაფერი. ეს ჰგავს მჟონავ მილს ან დაზიანებულ გაყვანილობას. როცა ხანძარი ან წყალდიდობა უკვე მოხდება, მერე გვიანია „თითზე კბენანი“. ზოგს ჰგონია, თუ ჯადო გაუკეთეს, ეს ღვთის სასჯელი ან კარმაა და უდრტვინველად უნდა მიიღოს. მაგრამ კარმული გამოსასყიდი არ გულისხმობს თქვენს განადგურებას. მისი არსია, შინაგანად შეიცვალოთ, გამოასწოროთ ნაკლოვანებები, რომლებიც შავმა მაგიამ კიდევ უფრო გააძლიერა და გააფართოვა, თქვენ კი უნდა დაინახოთ ისინი და გამოასწოროთ.

READ  „ბნელი სულების“ რამდენი ტიპი არსებობს და რით იკვებებიან ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას

– როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი?

- Advertisement -
Ad imageAd image

– სპეციალისტს შეუძლია მხოლოდ პროგრამის წაშლა, შავი გავლენის შეჩერება, წყევლის მოხსნა, რასაც ენერგიის მოზღვავება და მენტალური ცნობიერების გაძლიერება მოჰყვება – მაშინ თავად დაინახავთ და გაიგებთ ყველაფერს თქვენი ცხოვრების შესახებ. ეს გამორკვევა, გამოფხიზლებაა, როცა ყველაფერი ნათელი ხდება: ხვდებით, რატომ და როგორ აყენებდით საკუთარ თავს ზიანს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი, უბედური შემთხვევები, უიღბლობა, ტკივილი, დანაკარგი, მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, აგრესია – ყველაფერი შეჩერდება. სწორედ ამ დროს უნდა მოიკრიბოთ ძალა, ჩამოაყალიბოთ კრიზისის დაძლევის გეგმა და დაიწყოთ მისი განხორციელება. მაგრამ, თუ ასე არ მოიქცევით, ჯადო უკან დაგიბრუნდებათ. შავ მაგიას უცნაური ლოგიკა აქვს: დამნაშავე ყოველთვის თავად ჯადოქრობის მსხვერპლია. საპასუხო რეაქციას თუ მიიღებს, შეეცდება, მსხვერპლი დაასრულოს. ამიტომ, საჭიროა სერიოზული დაცვა, თუმცა დიდხანს ისიც ვერ იმუშავებს და თანდათან დასუსტდება. მაგრამ სანამ თავდაცვა მუშაობს, აუცილებელია აიმაღლოთ ენერგეტიკული დონე და გაააქტიუროთ წინაპართა ძალა, გააძლიეროთ ენერგეტიკული ჯავშანი. ამის მიღწევა კი შესაძლებელია სუფთა აზრებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური აქტივობით, მედიტაციით… და, რა თქმა უნდა, გამოასწორეთ თქვენი ცხოვრება. თუ ტოქსიკურ ან მოძალადე ადამიანებთან ხართ, მანამდე გაეცალეთ, სანამ ჯადოსგან გათავისუფლებული, ჯერ კიდევ ძლიერი ხართ. ისარგებლეთ ამით და სწრაფად შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ. სანამ მსხვერპლი ხარ, შენც დანაშაულის მონაწილე ხარ, ამიტომ ეს ენერგია უკანმოუხედავად უნდა დატოვოთ. დედამიწის ვიბრაციები იზრდება და ახლა თავმდაბლობისა და მორჩილების დრო არ არის.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად. 2 ივლისი, 2024. https://shenihoroskopi.ge/რა-გვერდითი-ეფექტები-ახლ/

READ  7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.