#post_seo_title

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. აღნიშნულ დღეს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება. ითვლება, რომ 21 დეკემბერი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და ენერგეტიკულად ძლიერი დღეა.

21 დეკემბერს სამყარო ცვლილებებისთვის ღიაა და განახლების ძალაც პიკს აღწევს. ზამთრის მზებუდობა აღორძინების ფაზაზე გადასვლისა და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა. ადამიანებს კი ამ დღის ენერგია შეუძლიათ, სასიკეთოდ გამოიყენონ და სამომავლო წარმატებები დაგეგმონ. ამისათვის რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:

  • ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ, სურვილი სუფთა ფურცელზე დაწეროთ, ფურცელი გადაახვიოთ, სანთელი აანთოთ, ფურცელს ერთი ბოლოდან წაუკიდოთ და დაელოდოთ სანამ ნელ-ნელა, თავისით არ დაიწვება. ამ დროის განმავლობაში კი თქვენი ოცნებების შესახებ იფიქრეთ და სურვილები კიდევ ერთხელ გაუშვით სამყაროში. ფერფლი კი ქარიან დღეს გარეთ მიმოფანტეთ.
  • მიიღეთ აბაზანა, ჩააქრეთ შუქი და სანთლები აანთეთ. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში დაგროვილი ყველა ტკივილი, წყენა და უარყოფითი ემოცია წყალს მიჰყვება და თავისუფლდებით. ეს სულიერ ტკივილსა და დარდს სულ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ და მოგცემთ ბიძგს, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები დაგეგმოთ.
  • ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ, ყვავილების მაღაზიაში წახვიდეთ, რომელიმე მცენარისა თუ ყვავილის თესლი იყიდოთ და ახალ ქოთანში დათესოთ. სიმბოლურად, ეს თქვენს სახლში განახლებულ ენერგიას, სითბოსა და მზის სხივებს შემოიტანს. გაზაფხულზე კი მცენარე სხვაგან გადარგეთ.
  • ზამთრის მზებუდობის დღეს რეკომენდებულია, დაიწყოთ ახალი პროექტი, ან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ იმ მიზნისკენ, რომელიც გაქვთ.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ. 21 დეკემბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/რა-უნდა-გააკეთოთ-იმისათვ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network