სანამ სახლიდან გახვალ… – ენერგეტიკული დაცვითი რიტუალები

0
6

ეზოთერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში ენერგეტიკულ დაცვით რიტუალებს გვიზიარებს.

ენერგეტიკული დაცვითი რიტუალები — საკუთარი ვიბრაციის შენარჩუნება

ენერგეტიკული დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც მუშაობს ადამიანებთან, ემოციებთან ან სულიერ პრაქტიკებთან.
აურა ყოველდღიურად იღებს უცხო ვიბრაციებს, ამიტომ საჭიროა რეგულარული “გაწმენდა და გარე გავლენისგან გამიჯვნა”.
არასოდეს იაროთ „ღია ენერგიით“ ხალხში — განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში. სანამ სახლიდან გახვალ, გააკეთე დაცვის რიტუალი.
ენერგეტიკული ფარის რიტუალი:
დილას, ადგომისთანავე, დადექი ფეხზე, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ოქროსფერი ენერგია შენს გულიდან ფართოვდება.

თქვი:
„მე ვარ სინათლის სივრცეში. მხოლოდ კეთილი ენერგია მოდის ჩემამდე, და მხოლოდ სიყვარული გამოდის ჩემგან.“
წარმოიდგინე, რომ ეს ოქროსფერი სფერო ნელა ფარავს მთელ სხეულს — როგორც თბილი, გამჭვირვალე შრე.
ისუნთქე ღრმად და შეიგრძენი სიმყარე სხეულში — ეს არის შენი ენერგეტიკული ზღვარი.
საღამოს წმენდა:
საღამოს, დაბრუნებისას, ხელისგულები გაატარე სხეულზე ზემოდან ქვემოთ, თითქოს იშორებ მტვერს. შემდეგ დაიბანე ხელები ცივი წყლით და თქვი: „მე ვუბრუნდები ჩემს ენერგიას სისუფთავითა და სიმშვიდით.“
ეს მარტივი ტექნიკა ყოველდღიურად იცავს ენერგიას, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს შინაგან სტაბილურობას.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად