ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს რჩევებს. ამჯერად ის მაისში ე.წ. „მატრიცის გადატვირთის“ შესახებ წერს.
„მაისში დაბნელებების შუა წერტილი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სთავაზობს „მატრიცის გადატვირთვას“ და საწყისებთან დაბრუნებას ოქტომბრამდე. ეს არის შანსი მათთვის, ვინც ჩიხში მოექცა.2022-23 წლებში, ან მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში, შესაძლოა იჩქარეთ და არასწორი მიმართულებით წახვედით, იმყოფებოდით სტაგნაციაში (საუკეთესო შემთხვევაში), ან შეეჭიდეთ იმას, რისთვისაც მზად არ იყავით და აღმოჩნდით ჩიხში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მატრიცის გადატვირთვა: დაბრუნება მოვლენების ძველ, გამარტივებულ ვერსიასთან, საიდანაც მეორე შანსის მიღებაა შესაძლებელი. საწყისებთან/წარსულთან დაბრუნება საშუალებას გაძლევთ დააღწიოთ თავი ქაოსსა და ჩიხს, მოიხსნათ ზედმეტი მოლოდინები და ვალდებულებები, მოაწესრიგოთ ცხოვრება და გაამარტივოთ იგი, რათა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. დაგროვილი გამოცდილება დაგეხმარებათ სწორი კურსის პოვნაში და ძველი შეცდომების თავიდან აცილებაში.
ვერძი – თებერვალ-მარტში წარსულთან კონტაქტმა (მაგალითად, ყოფილებთან, მანიპულატორებთან, ან მოგონებებით გამოწვეულმა მარტოობისა და მსხვერპლის შეგრძნებამ), ასევე სხვადასხვა სახის ილუზიებმა ან ფიზიკურმა/ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ შესაძლოა გზა აგიბნიოთ წამოწყებებში. ახლა გელით დაბრუნება ქაოსიდან წესრიგისკენ, გამოფხიზლება, მიწაზე დაშვება, პრიორიტეტების დასახვა, მუშაობა და დისციპლინა. მნიშვნელოვანია არასასურველი ურთიერთობების დასრულება, სასამართლომდელ გადაწყვეტილებებთან დაბრუნება და რეპეტიციების ეტაპზე გადასვლა „გამოსვლის“ ნაცვლად, რადგან ჯერ მზად არ ხართ.მთავარია დამოკიდებულებებიდან ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მობრუნება.
კურო – თებერვალ-მარტში შესაძლოა გზა აგებნათ სხვისი გავლენის, სოციალური სტანდარტების ან ტრენდების გამო; შესაძლოა მოხვდით შეუსაბამო კოლექტივში. ახლა ხდება ჩიხიდან და ილუზიებიდან გამოსვლა, სხვებზე დამოკიდებულების დასრულება, რათა იპოვოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი. შესაძლებელია სამსახურიდან წასვლა და ძველი ჰობების მონეტიზაცია, ან ოცნების ფაკულტეტზე ჩაბარება. მოსალოდნელია დეკრეტში გასვლა, შვებულება ან მიგრაცია. არსებობს დისციპლინისა და ჯანმრთელობის მოშლის რისკი, თუ ზედმეტ გართობას მიეცემით. ასევე, შესაძლებელია დიდი სიყვარულის პოვნა.
ტყუპები – თებერვალ-მარტში პრიორიტეტებისა და სამსახურის კუთხით გზა აგებნათ. შესაძლოა, ამაში ხელი შეუწყო სოციუმმა, უფროსებმა, მეგობრებმა ან კოლეგებმა. შესაძლოა ადგილი ჰქონდა ტრაგიკულ მოვლენას ან განქორწინებას. ახლა ხდება რესურსების (მაგალითად, მემკვიდრეობის, ბიზნესის, ალიმენტის) განაწილების ეტაპზე დაბრუნება, ან ოჯახზე დამოკიდებულების, საცხოვრებლის შეცვლისა და რემონტის (მათ შორის საკუთარი ფსიქიკის) საკითხების წინ წამოწევა. გარემო სხვადასხვა მიზეზით უფრო დაძაბული და დრამატული ხდება, კომფორტის დონე კი იკლებს. მთავარია – არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეთ იქ, სადაც საფრთხეა (საბრძოლო მოქმედებების ზონა). სჯობს დაკავდეთ ყოფითი პირობების გაუმჯობესებით, ოჯახური ურთიერთობებითა და შინაგანი პრობლემების მოგვარებით.
კირჩხიბი – თებერვალ-მარტში სამსახურის, ვალების, მიგრაციის, მოგზაურობის, სწავლის ან მძიმე მოვლენების გამო ძალიან ბევრი რამ აიღეთ საკუთარ თავზე და პრიორიტეტებში დაიბენით. დროა მოიხსნათ ზედმეტი ვალდებულებები, გამოხვიდეთ დამოკიდებულებებიდან, დრამიდან და საკუთარი „ნაჭუჭიდან“. ამ ტრანსფორმაციების გადატანაში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან, რომლებიც თავად გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება დაბრუნდნენ ძველი კონტაქტები, კლიენტები, ან აღდგეს ძველი სამუშაო და სასწავლო კავშირები. თუ დიდი ხანია ჩაკეტილი იყავით, ახლა გარეთ გამოსვლისა და ცხოვრების სიმსუბუქის შეგრძნების დროა.
ლომი – თებერვალ-მარტში დიდ რისკზე მიდიოდით, ჩაფლული იყავით ემოციურ „საქანელებში“ და ცდილობდით გაქცეოდით ვალდებულებებს, პარტნიორის წინაშე პასუხისმგებლობას, დამქანცველ შრომას, გაყოფის პროცესებსა თუ მკურნალობას. მიილტვოდით თავისუფლებისკენ, რომანტიკისკენ, მოგზაურობის ან სწავლისკენ, რათა პრობლემებზე არ გეფიქრათ, თუმცა სხვა კრიზისებში (შესაძლოა სასამართლოებშიც) აღმოჩნდით. სამაგიეროდ, გარემოებათა ზეწოლის შედეგად თქვენი მსოფლმხედველობა ტრანსფორმირდა. ახლა ხდება დაბრუნება ბიუჯეტის რაციონალურ მართვასთან, სწორ კვებასა და რეჟიმთან, წარსულ „მიწაზე დაშვებულ“ ფუნქციურ ურთიერთობებთან და ზრუნვასთან. შესაძლოა, გამოჩნდეს უფრო მარტივი პარტნიორი, რომელიც სტაბილურია დრამების გარეშე. გიბრუნდებათ შემოსავლის ძველი წყაროები ან წარსულში გადადებული შენაძენები/რესურსები თავად მოდიან თქვენთან. კარგი დროა ფინანსური დამოკიდებულებისგან, ირაციონალური შრომისა და რისკიანი საქმეებისგან დასაღწევად; დაასრულეთ დავები, დააბრუნეთ ვალები და ამიერიდან უფრო მეტად საკუთარ თავსა და საიმედო ადამიანებს დაეყრდენით.
ქალწული – თებერვალ-მარტში შესაძლოა სხვა ადამიანის (ოჯახის წევრის, პარტნიორის ან კოლეგის) კრიზისისა და შეცდომების მსხვერპლი გამხდარიყავით, რამაც თქვენი ურთიერთობები შეარყია. პრობლემები შესაძლოა ვალებს, სასამართლოებს ან ჯანმრთელობასაც ეხებოდა. თუმცა, ახლა წარსული თავად ბრუნდება თქვენთან: გამოჩნდებიან თაყვანისმცემლები, მიიღებთ მიწვევებს ღონისძიებებზე, გიუმჯობესდებათ თვითშეფასება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ზოგისთვის ეს პარტნიორისგან ან ოჯახისგან სეპარაციის (გამოყოფის) და ვალების დაბრუნების პერიოდია. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ აქტიურ ცხოვრებას, დაიბრუნოთ ლიდერობა და დამოუკიდებლობა. ასევე მოსალოდნელია გადადებული რემონტის განახლება, ფრილანსზე გადასვლა ან ტექნიკის შეძენა. ცხოვრება ნამდვილად უფრო მხიარული და დინამიური გახდება.
სასწორი – თებერვალ-მარტში შესაძლოა იჩქარეთ საავადმყოფოდან გამოსვლა, სარჩელის შეტანა, საჯარო გამოსვლები, ახალი ურთიერთობების დაწყება ან სამომავლო გეგმების დასახვა, რის გამოც სირთულეებს წააწყდით. ახლა „ჩრდილში“ გადასვლისა და პოზიციების დათმობის დროა. უბრუნდებით ძველ იმიჯს და უფრო ჩაკეტილ ცხოვრებას, შორდებით ხმაურს (ეს შეიძლება იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, ორსულობა ან უბრალოდ განმარტოება). შესაძლოა იგრძნოთ დისკომფორტი მიმდინარე გარემოში, მარტოობა ან თვითშეფასების ვარდნა, დაბრუნდეს ძველი შიშებიც, თუმცა გამოჩნდებიან მფარველები (ოჯახში ან ზემოდან), რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ.
მორიელი – თებერვალ-მარტში ბევრი რამ გამოვიდა კონტროლიდან: სამსახური, მომსახურების სფერო, მგზავრობები, ნათესავებთან ურთიერთობა, ექიმები თუ უძრავი ქონება. შესაძლოა, არასწორ ადამიანებს ეხმარებოდით ან ზედმეტი წამოგცდათ (ან პირიქით, თქვენს მიმართ მოიქცნენ ასე). ახლა ოჯახური დრამებისგან, საყოფაცხოვრებო კრიზისებისა და შინაგანი ტრანსფორმაციებისგან თავისუფლდებით. კვლავ „ამოყვინთავთ“ სუფთა ჰაერზე, ხვდებით სოციალური მოვლენების ცენტრში და სწორ გარემოცვაში. იბრუნებთ კონტროლს საკუთარ თავზე. გიბრუნდებიან ძველი მეგობრები, კოლეგები, გეხსნებათ გზა ნაცნობი ადგილებისკენ და ჩნდება ძველი პრივილეგიები . გელით ბევრი კონტაქტი წარსულთან სამსახურის, სწავლისა თუ მოგზაურობების ხაზით. სჯობს, ენერგია საზოგადოებაში თქვენი პოზიციების განმტკიცებას, საქმიანი კავშირების დამყარებასა და ცოდნის გაღრმავებას მოახმაროთ.
მშვილდოსანი – თებერვალ-მარტში შესაძლოა ნაადრევად ირწმუნეთ საკუთარი თავის, მიიპყარით ზედმეტი ყურადღება ან დაზარალდით სიყვარულის, შვილების, ოჯახის ბიუჯეტის არასწორი მართვისა თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო. ოჯახის წევრების შეცდომებმა და ემოციურმა რყევებმაც იჩინა თავი, თუმცა ახლა კვლავ ფლობთ საკუთარ თავს. ორგანიზებულობა და ზრდასრული პოზიცია მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან გამოგადგებათ, რადგან გიბრუნდებათ ძველი ვალდებულებები. დანაშაულის ან ვალის გრძნობა თავს შეგახსენებთ; შესაძლოა მოვიდეს ადრე გამოწერილი ნივთები, რაც გადასახადების გადახდას მოითხოვს, ამიტომ ბიუჯეტში პრიორიტეტების დასმა აუცილებელია. მოსალოდნელია ძველ სამსახურში მიწვევა ნაცნობი, მაგრამ რთული გრაფიკითა და სტაბილური ხელფასით. მნიშვნელოვანია ეკონომია და კვების კონტროლი. ასევე, შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან, რომლებიც თქვენზე მაღლა დგანან იერარქიულად ან ასაკით. უბრუნდებით ძველ, მაღალ მოთხოვნებს როგორც საკუთარი თავის, ისე პარტნიორის მიმართ სტატუსისა და შემოსავლის კუთხით.
ასევე ნახეთ: ლოცვა მაისის თვისთვის და რიტუალი
თხის რქა – თებერვალ-მარტში შესაძლოა ზედმეტი წამოგცდათ სამშობლოზე, ნათესავებსა თუ ოჯახზე; იჩქარეთ მგზავრობა, გადასვლა, ცხოველების აყვანა ან საცხოვრებელთან/ოჯახთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება. შესაძლოა უსიამოვნებებში გაეხვიეთ ოჯახის წევრების გამო ან ნაადრევად გამოხვედით საავადმყოფოდან. იყავით სულიერ შფოთვაში, გქონდათ დისკომფორტისა და დაუცველობის შეგრძნება, დაგეცათ თვითშეფასება. თუმცა ახლა ოპტიმიზმი, საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა იზრდება. ვალდებულებებისა და დანაშაულის განცდისგან, სტაბილური, მოსაწყენი რუტინისა და მკაცრი ეკონომიისგან მიდიხართ უფრო თავისუფალი, მკვეთრი იმიჯისა და ცხოვრების წესისკენ (მაგალითად, იერარქიული სამსახურიდან ფრილანსში ან დეკრეტში). მოსალოდნელია დაბრუნება გადადებულ ფიზიკურ თუ ტექნიკურ გაუმჯობესებასთან (მკურნალობა, კოსმეტოლოგია). გელით დაბრუნება რომანტიკულ-სექსუალურ თავგადასავლებთან, სულიერ/შემოქმედებით ინიციაციებთან, მოგზაურობასთან, მიგრაციასთან, განათლებასთან ან პედაგოგიურ მოღვაწეობასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოვრება უფრო აქტიური და სწრაფი გახდება.
მერწყული – თებერვალ-მარტში შესაძლოა იჩქარეთ და ზედმეტი წამოგცდათ რესურსებსა თუ ურთიერთობებზე; არასწორ ადამიანებს ენდეთ, მოხმარების საკითხებში არასწორი გზით წახვედით, გზაში რამე დააზიანეთ ან ფული ქარს გაატანეთ. ახლა ხდება უკან დახევა (ატკატი) სხვის მატერიალურ, სექსუალურ თუ ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულებისკენ, ან გიწევთ ყველაფრის მარტო თრევა. ცხოვრება თითქოს ვალშია, მსხვერპლის დრამატულ მდგომარეობაში ხართ (არსებობს გარემოცვაში პირდაპირი ან სიმბოლური სიკვდილის რისკები), ან ირჩევთ განმარტოებას მძიმე შრომის, ფულის გამომუშავების, გაყოფის, ბიზნესის ან სხვის კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით. მიმდინარეობს საკუთარი ტრანსფორმაცია ფსიქიკურ, ტექნიკურ თუ ფიზიკურ დონეზე. მაგალითად, მიგრაცია ზღვაზე გაჯანსაღების მიზნით. ხდება უარის თქმა მოხმარებისა და შემოსავლის ძველ ფორმებზე, რათა გაიზარდოს ფინანსური ნაკადი და გაუმჯობესდეს გარეგნობა.
თევზები – თებერვალ-მარტში შესაძლოა მიიღეთ მცდარი ფინანსური გადაწყვეტილებები, გააკეთეთ შეცდომითი შენაძენები, იჩქარეთ დასკვნების გამოტანა ბიუჯეტსა და ურთიერთობებზე. ზედმეტად ეყრდნობოდით მხოლოდ საკუთარ თავს და გადააჭარბეთ ზრუნვისა თუ მოხმარების ობიექტებთან. ახლა საჭიროა სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება, ძველი ურთიერთობების აღდგენა, პარტნიორობა და არა გადაწყვეტილებების მარტო მიღება და ყველაფრის საკუთარი ზურგით თრევა. შეგიძლიათ გამოხვიდეთ „ტყვეობიდან“, გათავისუფლდეთ დამოკიდებულებისგან/ვალის გრძნობისგან და დაიწყოთ მეტი ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან. დაბრუნდეთ ძველ კოლექტიურ პროექტებთან, ურთიერთობებთან, გეგმებთან, მომავლის ორგანიზებასთან, ბიუროკრატიასთან, საქორწინო თემებთან, ძველ მსუბუქ მდგომარეობასთან და სოციალურ ცხოვრების წესთან.“ – წერს თამუნა იოსელიანი.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi





