3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
3 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

დღეს, სასურველია, ვერძმა გააკონტროლოს თავისი ქმედებები და რეაქციები, მათ შორის, ყოველდღიურ ცხოვრებაში. უმჯობესია, არ გამოცადოთ სხვისი ერთგულება. თქვენმა გაუწონასწორებელმა საქციელმა შეიძლება, გამოიწვიოს არასასურველი საპასუხო რეაქცია. მაღალია ოჯახური და სამსახურებრივი ჩხუბის ალბათობა, არის სამართლებრივი საკითხების გამწვავების რისკი.

კურო

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დღეს, მაღალია ალბათობა სახლში დაძაბული ურთიერთობების, ასევე, გამორიცხული არაა უსიამოვნებები სამსახურში, გზაზე ან ყოველდღიურ გარემოში. დღეს, ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტად აქტიურად არ ჩაერიოთ კამათში და შეეცადეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა სხვის “თამაშებში”, გარდა უკიდურესი შემთხვევებისა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

ტყუპები, დღეს, არ უნდა დანებდნენ და თუმცა, იოლი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. იქნება დაბრკოლებები ან ემოციური გამოხდომები, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. მთავარია, სანამ თქვენი გეგმების განხორციელებას დაიწყებთ, წინასწარ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა “ჩიტი ბდღვნად”.

კირჩხიბი

დღეს კირჩხიბებს მოუწევთ ემოციების შეკავება, მაღალია, წვრილმანების გამო, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობა. თუმცა, ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ პრობლემების სწრაფად და მარტივად მოგვარებას შეძლებთ.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

დღეს, იარეთ მხოლოდ წინ და არაფრის შეგეშინდეთ. აიღეთ რთული საქმეები. წარმატება იქნება, შესაძლოა, სწრაფად არა, მაგრამ ყველა საქმე, რასაც დღეს დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

დღეს, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაფუჭების რისკი მაღალია. შეეცადეთ, დათვალოთ ათამდე ემოციური პიკის დროს – ეს დაგეხმარებათ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. ნუ აიღებთ ახალ დავალებებს, პროექტებს. დღევანდელი ჰოროსკოპი ქალწულებს ურჩევს, საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას, ახლა დიდი შანსია, შთაბეჭდილება მოახდინოთ საჭირო ადამიანებზე.

სასწორი

დღეს, სასწორებს შესაძლოა, გაუჭირდეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა – კონფლიქტები მოსალოდნელია ყველა მხრიდან. ამიტომ, კარგი აზრია, ბევრი ხალხისგან შორს ყოფნა, განმარტოება და მშვიდად ყოფნა. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ფული ან კარიერა. საღამო კარგი დროა ძველ მეგობართან შეხვედრისთვის.

მორიელი

დღეს, მორიელებს წესების დარღვევის სურვილი გაუჩნდებათ, რაც, სავარაუდოდ, პრობლემებს შექმნის. ამიტომ,  აკონტროლეთ თავი და ნუ გახვალთ დასაშვებ ზღვარს მიღმა. ნერვებს წვრილმანებიც კი მოგიშლით. ამიტომ, შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მშვიდად და განმარტოებით. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება.

მშვილდოსანი

დღეს მშვილდოსანს ყველა კუთხეში პრობლემები ელის. საერთო ენის გამონახვა საყვარელ ადამიანებთანაც კი გართულდება. საბედნიეროდ, ასეთი უსიამოვნებები მხოლოდ დღისით იქნება – ღამით ტენდენციები შეიცვლება და ყველაფერი მშვიდ კალაპოტში ჩადგება. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ დაიწყოთ სერიოზული საქმეები – უმჯობესია, გადადოთ ისინი ხვალისთვის.

თხის რქა

დღეს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, თუ “გზიდან გადახვევას” აპირებთ, შესაძლოა, არასწორი მიმართულებით წახვიდეთ. გააკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები. უმჯობესია, საქმიანი მოლაპარაკებები, რთული ამოცანები ხვალისთვის გადაიტანოთ, ახლა ამისთვის საჭირო ენერგია არ გაქვთ.

მერწყული

დღეს, თქვენ და თქვენი თანამოსაუბრეები სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სიჩუმეში, დაისვენეთ. რაც შეეხება სამუშაოს, ახლა თქვენ ყველაფერს წარმატებით უმკლავდებით. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, სამსახურში გამოავლინოთ თქვენი დადებითი მხარეები, ეს ახალ შემოთავაზებებს მოგიზიდავთ.

თევზები

დღეს, დიდი დატვირთვა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას დააზარალებს. სამსახურში კრეატიულობა გამოიჩინეთ, დღეს, შანსი გაქვთ, ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, გარშემომყოფებთან აქტიურ კომუნიკაციას.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი. 2 მაისი, 2025. https://shenihoroskopi.ge/3-მაისის-ასტროლოგიური-პრო/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/3-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network