ვანგას წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის

ვანგას წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ლეგენდარული ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ხშირად მართლდებოდა. ასევე, მან გააკეთა რამდენიმე შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის. ვანგა ხედავდა მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მომხდარა. მან იწინასწარმეტყველა მსოფლიო ცვლილებები 2025–2026 წლებში,  წერს The Economic Times.

მისი თქმით, მომავალში მოხდება:

დიდი ომი, რომელიც შეცვლის მსოფლიო დინამიკას;
კონტაქტი უცხოპლანეტელებთან;
ახალი სტიქიური უბედურებები.
მთავარი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის ეხება მესამე მსოფლიო ომს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოცემა აღნიშნავს, რომ გლობალური დაძაბულობა ახლა რეკორდულად მაღალ დონეზეა. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კვლავ გრძელდება, ისრაელი ჩართულია რამდენიმე კონფლიქტში, ხოლო ჩინეთის შესაძლო თავდასხმა ტაივანზე ახლოვდება. ამგვარად, სიტუაცია მძიმდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2026 წელს ეს ყველაფერი შეიძლება გაერთიანდეს და პროვოცირება მოახდინოს მესამე მსოფლიო ომის.

უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს მოხდება ადამიანების ოფიციალური კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. მისი თქმით, 2026 წლის ნოემბერში დედამიწაზე დიდი კოსმოსური ხომალდი ჩამოვა. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა უცხოპლანეტელებთან. თუმცა ეს წინასწარმეტყველება ბევრს არარეალურად მიაჩნია.

სტიქიური უბედურებები და კლიმატი

ვანგას მიხედვით, 2026 წელს კლიმატის ცვლილება დიდ ზიანს მიაყენებს მსოფლიოს. გაიზრდება მიწისძვრებისა და ვულკანის ამოფრქვევების რაოდენობა. მისი მიმდევრების მტკიცებით, სტიქიური უბედურებები დედამიწის ზედაპირის 7–8%-ს შეცვლის, ეკოსისტემებს დაანგრევს და მსოფლიო შოკში ჩააგდებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ხელოვნური ინტელექტი (AI)

ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ ადამიანების კონტროლს დაიწყებს. ის მოიცავს სამუშაო ადგილებს, იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე და გავლენას მოახდენს ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზეც კი.

საინტერესოა, რომ ფრანგმა ასტროლოგმა ნოსტრადასტრამმაც მსგავსი შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებები გააკეთა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს დაიპყრობს მსოფლიოს.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2026). ვანგას წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის. 12 იანვარი, 2026. https://shenihoroskopi.ge/ვანგას-წინასწარმეტყველ-3/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ვანგას წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a-3/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network