მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის

0
80
#post_seo_title

ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პროგნოზსს – როგორი იქნება მარტი მერწტულისთვის

11 მარტს იუპიტერი – დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება – ან მუშაობას დაიწყებთ, ან თუ გაქვთ სამსახური – დაგაწინაურებენ, უფრო დიდ, კომფორტულ კაბინეტში გადახვალთ. ხელმძღვანელობა დაგაფასებთ და კოლეგებისთვის გურუ გახდებით. ამასთან, გაუფრთხილდით ღვიძლს. ხოლო მუშაობის შუალედებში ისწავლეთ დასვენება.
♒️💙 13 მარტს მარსი შეერთებაშია მთვარის კარმულ კვანძთან – ასეთი შეერთება 18 წელიწადში ერთხელ ხდება და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ. შეიძლება დაიწყოთ აქტიური მოქმედება თქვენი მატერიალური მდომარეობის გასაუმჯობესებლად. მოგინდებათ, რომ მეტად დააფასოთ საკუთარი თავი; დაიწყოთ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, ჯანმრთელობაში, მომავალში.
♒️💙 14 მარტს მარსი დაპირისპირებაშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – აგრესიულობით და მოთხოვნებით ვერაფერს მიაღწევთ. უმჯობესია, დაელოდოთ რთული დღეების გავლას, რათა ამბიციების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. შეიძლება იყოს დაუგეგმავი ხარჯი.
♒️💙 15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – სიმართლის თქმა ყოველთვის კარგია, მაგრამ უმჯობესია, შერბილებული ფორმით. უნდა შეიტანოთ ცვლილებები თქვენს პროექტში, გეგმაში, ფინანსურ საკითხებში, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას არ გირჩევთ.
♒️💙 16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – გაიხსენეთ, დაახლოებით 10 თებერვლის პერიოდში თუ გქონდათ რამე უსიამოვნო საუბარი ან შეცდომის დაშვება? ახლა შანსი მოგეცემათ, რომ გამოსწოროთ ყველაფერი, მაგრამ ახალ შეცდომებს ნუ დაუშვებთ.
♒️💙 19 მარტს, 05:23-ზე ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეადგინეთ ხარჯის სია და მოერიდეთ ფულის უსარგებლოდ ფლანგვას. შეძლებთ თვითშეფასების ამაღლებას. ზოგიერთი გადაწყვეტთ, რომ დააბანდოთ ფული საკუთარ ჯანმრთელობაში, ჩაიტაროთ მასაჟის კურსი, ჩაერწეროთ ცურვაზე. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ფულის მოგვარებას.
♒️💙 20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. უნდა განაახლოთ კომუნიკაცია მეგობრებთან, ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ სასწავლო ან კვალიფიკაციის სამაღლებელ კურსებზე სწავლა (თუმცა, უმჯობესია, სწავლა მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოვლის შემდეგ დაიწყოთ).
♒️💙 21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – 2-3 დღის შემდეგ დაუბრუნდით და გააგრძელეთ ძველი საქმეები, მოლაპარაკებები. უბრალოდ, ამ დრომდე ეცადეთ, კორექტივები შეიტანოთ საქმეებში.
♒️💙 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – დააკვირდით, სანდოა თუ არა წყარო, საიდანაც იღებთ ინფორმაციას. შეიძლება მოგინდეთ წმინდა ადგილების მონახულება, ლოცვა ან მედიტაცია. მოერიდეთ გაუგებრობებს კომუნიკაციაში, მესიჯები გადაიკითხეთ გაგზავნამდე; საბუთები – ხელისმოწერამდე.
♒️💙 25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაშია – ზოგიერთმა შეიძლება გარკვეული წესები დაუწესოთ საკუთარ თავს. თუ უცხო ენას სწავლობთ, 20 ახალი სიტყვა დღეში. შეიძლება ზოგიერთ ახლობელთან (მეგობარი, მეზობელი) შეზღუდოთ კომუნიკაცია.
♒️💙 30 მარტს ვენერა კუროში გადავა 24 აპრილამდე – დაიწყებთ სახლის განახლებას, მოლამაზებას, უფრო მეტად მოგინდებათ შინ კომფორტის შექმნა. შეიძლება მიიღოთ საჩუქარი ან სასიამოვნო ადამიანი გესტუმროთ შინ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება ფული მიიღოთ უძრავი ქონებიდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ყველაზე მფლანგველი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით